FM97.5 / LIVE

ასპინძასა და ახალდაბაში პოლიციის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

მთავარისიახლე, სამართალი 18.04.2019
17 აპრილს, საღამოს, ახალდაბასა და ასპინძაში ავარიები მოხდა. ორივე შემთხვევაში საჭეს პოლიციელები მართავდნენ. ახალდაბაში მომხდარი ავარიისას შსს–ს ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, ასპინძაში კი ორივე მათგანი უვნებელი გადარჩა.

ასპინძასა და ახალდაბაში პოლიციის თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ

ახალდაბაში მომხდარი ავარიის შედეგად შინაგან საქმეთა სამინსიტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დაზიანდა. ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები კი მსუბუქად დაშავდნენ.

„ორივე მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელი იყო და სახლებში გავწერეთ“, – გვითხრა ბორჯომის საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.

მომხდარზე შსს–მ ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს „მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“.

მეორე ავარია ასპინძაში, ხვილიშას ეკლესიასთან მოხდა. ამჯერად, პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანით არ იმყოფებოდნენ. საჭესთან საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ი.გ. იჯდა.

„მან ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და გზის გვერდულს შეეჯახა. მომხდარის შედეგად არც მძღოლს და არც მგზავრს დაზიანება არ მიუღიათ. მძღოლი ავტომობილს მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში, საგზაო წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით“, – გვითხრეს შსს–ში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
აწყურში მოზარდს ავტომანქანა შეეჯახა
ახალციხის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 8 პირი
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა
ავარია ახალციხეში
ბორჯომში ტრაილერი გადაბრუნდა