FM97.5 / LIVE

ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 10.04.2019
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ბიჭი ხელმოკლე ოჯახიდან, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ლუჟკოვის ფავორიტი - ასე მოიხსენიებს რუსული მედია მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერსა და მილიარდერ ბიზნესმენს, სოსო ორჯონიკიძეს, რომელსაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ ვარძიასთან დაწყებული მშენებლობა შეუჩერა.

ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს

წარმოშობით ბორჯომელი სოსო ორჯონიკიძე, იმ კომპანიის 50%-ანი წილის მფლობელია, რომელმაც ოთხი წლის წინ ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, 13 873 კვადრატული მეტრი მიწა აუქციონით შეიძინა, შარშან კი ასპინძის მერიასა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს იქ მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობის, ბილიკების მოწყობისა და გამწვანების ნებართვა სთხოვა. ნებართვა მხოლოდ გამწვანებაზე გაიცა, სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა სააგენტომ მიიჩნია, რომ ეს არა გამწვანება, არამედ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები იყო და 2019 წლის 29 მარტს მისი შეჩერება მოითხოვა.

კომპანია „ნიალას“ სოსო ორჯონიკიძესთან ერთად სხვა მფლობელიც ჰყავს, ასპინძელი, ბორჯომის ყოფილი გამგებელი, ემზარ ასპანიძე. „ნიალა“ 2017 წელს გამოეყო „ინოვაციურ სამშენებლო კომპანიას“, რომლის მფლობელებიც ასევე ემზარ ასპანიძე და სოსო ორჯონიკიძე არიან.

როგორ დაიწყო მათი ბიზნესპარტნიორობა? - ემზარ ასპანიძე „სამხრეთის კარიბჭეს“ პასუხობს, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან.

ემზარ ასპანიძეა სოსო ორჯონიკიძის კიდევ ერთი კომპანიის დირექტორი და 50 %-ანი წილის მფლობელი - ეს არის შპს „გრინ კეიპი-ინოვაციური სამშენებლო-საინჟინრო კომპანია“, რომლის კიდევ ერთი მფლობელი, ნიკოლოზ ორჯონიკიძეა. სწორედ „გრინ კეიპს“ პროექტების სიაშია მრავალფუნქციური კომპლექსები King David და Orexus Tower თბილისში, საბურთალოზე, და 90 ადგილიანი ფეშენებელური სასტუმრო Castello Mare, აჭარაში, რომელიც 25–მილიონიანი ინვესტიციის შედეგია.

20 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული კომპლექსის გახსნის ცერემონიალს ციხისძირში, 2016 წლის ზაფხულში, თვითონ სოსო ორჯონიკიძე, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და თითქმის მთელი მთავრობა ესწრებოდა.

ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს
ფოტო: "ბათუმელები". სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნა


სოსო (იოსებ) ორჯონიკიძე 1948 წელს ბორჯომში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ინჟინერ-მექანიკოსის ფაკულტეტზე. 1971 წელს, თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო მუშაობა ინჟინერ-ტექნოლოგად. 1976 წელს კომკავშირული კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა და ასე დაიწყო მისი პარტიული კარიერა, რომელიც 1983 წლიდან უკვე მოსკოვში გაგრძელდა.

რუსეთში დამკვიდრებულმა ქართველმა საბჭოთა „გარდაქმნის“ შემდეგ მოსკოვის მერიაში დაიწყო მუშაობა, 2003 წელს კი მოსკოვის ვიცე-მერი გახდა. ეს თანამდებობა ორჯონიკიძეს ოთხი წელი ეკავა, 2007 წელს იური ლუჟკოვმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. რუსული მედია წერდა, რომ მისი გათავისუფლება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მცდელობას, საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მაღალი თანამდებობებიდან ჩამოეშორებინა ეთნიკური ქართველები.

სოსო ორჯონიკიძის სახელი რუსეთშიც სასტუმრო, სამშენებლო და სათამაშო ბიზნესს უკავშირდება. მას მოსკოვის საქმიანი ცენტრის, „მოსკოვი სითისა“ და „ფორმულა 1-ის“ტრასის მშენებლობის ავტორად და ინიციატორად მოიხსენიებენ. რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერად მუშაობისას სოსო ორჯონიკიძე სწორედ მოსკოვის საინვესტიციო პროექტებს კურირებდა.

ორჯონიკიძეს რუსეთში ორჯერ დაესხნენ თავს. 2000 წლის 19 დეკემბერს, მის მანქანას ესროლეს, ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, მისი მძღოლი კი დაიღუპა. მეორედ სოსო ორჯონიკიძის მანქანას 2002 წელს ესროლეს, დაიჭრა მისი დაცვის თანამშრომელი, ბიზნესმენი კი ბრონირებულმა ავტომობილმა იხსნა. თავდასხმებს რუსეთში მის მიმდინარე ძვირადღირებულ პროექტებსა და სათამაშო ბიზნესს უკავშირებდნენ.

რუსული მედია სოსო ორჯონიკიძეს მილიონერად მოიხსენიებს, რამდენიმე სააგენტოში აღნიშნულია, რომ მისი ქონება ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი დღევანდელი კაპიტალის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია იძებნება. ცნობილია, რომ მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, ბორჯომსა და ბათუმში, ჰყავს ოჯახი, ჟურნალისტი მეუღლე და ორი შვილი.

ბორჯომში სოსო ორჯონიკიძეზე ბევრი არაფერი იციან, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ ქალაქის ცენტრში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მისი აშენებულია.

ვინ არის მოსკოველი ბიზნესმენი, რომელიც ვარძიაში სასტუმროს აშენებს
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ბორჯომში


სოსო ორჯონიკიძით ქართული მედია აქტიურად რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა, როდესაც მან ტელეკონპანია „პირველის“ ეთერში ვარძიაში მესხური სოფლის ტიპის, მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობა დააანონსა, მოგვიანებით კი „საყდრისის კომიტეტმა“ და „რუსთავი 2-მა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვარძიის მოპირდაპირე მხარეს 120 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა. სოსო ორჯონიკიძეც და მისი პარტნიორიც ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მანამდე კი მხოლოდ ის სამუშაოები დაიწყეს, რაზეც ნებართვა ჰქონდათ.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ სამუშაოები რამდენიმე არგუმენტით შეჩერდა: არსებული სამუშაოები სცდებოდა გამწვანების ნებართვას; მზადდება ვარძიის გენერალური გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება და მანამდე იქ მშენებლობების დაწყება დაუშვებელია და ბოლოს, მშენებლობამ შესაძლოა შეაფერხოს პროცესი, რომელიც სახელმწიფომ რამდენიმე წელია დაიწყო და რომლის მიზანიც კლდეში ნაკვეთი ქალაქის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]
სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
ვინ ფლობს ვარძიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებს