FM97.5 / LIVE

‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 09.04.2019
ემზარ ასპანიძე, კომპანია „ნიალას“ ერთ-ერთი მფლობელი, აცხადებს, რომ ნებართვის გაცემამდე მშენებლობის დაწყებას არ გეგმავს, თუმცა მისთვის გაუგებარია რატომ უთხრა უარი ძეგლთა დაცვის სააგენტომ ვარძიაში 120 ადგილიანი მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობაზე, რომელიც მესხური სოფლის ანალოგი უნდა ყოფილიყო.

‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

ვარძიის მოპირდაპირე მხარეს, სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ შეჩერდა.

„ატეხეს აჟიოტაჟი, რომ იქ რაღაც მშენებლობა მიდის. მშენებლობა არ დაწყებულა, ნაწილობრივ დავატერასეთ ტერიტორია, სადაც დავრგეთ 150–მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი. გავაკეთეთ ბეტონის საყრდენი კედელი, რადგან ჩვენი ტერიტორიის მეზობლად გადის ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ეროზირებულია, „ქვის ყორით“ კი გზის ჩამოშლას ვერ შევაჩერებდით“, – განაცხადა „ნიალას“ 50%–იანი წლის მფლობელმა ემზარ ასპანიძემ.

„ნიალამ“, რომლის მფლობელები წარმოშობით ბორჯომელი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე და ასპინძის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძე არიან, ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს 13 873 კვადრატული მეტრი აუქციონის წესით 2015 წელს შეიძინა.

კომპანიამ ამ ტერიტორიაზე ხელოვნურად დატერასებულ ფერდობზე, 120 ნომრიანი, მესხური სოფლის ანალოგი სასტუმროს ასაშენებლად ნებართვისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2018 წელს მიმართა. სააგენტოსგან ნებართვა კი მხოლოდ ტერიტორიის გამწვანებაზე მიიღო.

‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზეასპანიძისთვის გაუგებარია რატომ უთხრა უარი ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ სასტუმროს მშენებლობაზე. „სააგენტონდან იყო უარყოფითი, მშრალი პასუხი, რის გამო და რატომ არ მოსწონთ ჯერჯერობით არ ვიცით. მიწის სამუშაოების დროს, რაც გავაკეთეთ აკვირდებოდა როგორც სააგენტოს წარმომადგენელი, ასევე ჩემი მოწვეული არქეოლოგი. ვფიქრობ , რომ ვარძიას სჭირდება განსაკუთრებული განვითარება. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ იქ განვითარდეს ტრადიციული მესხური ტიპის ინფრასტრუქტურა“, – განმარტავს ასპანიძე.

სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ კომპანია „ნიალამ“ გაფრთხილების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები ნებართვის გარეშე დაიწყო. მისი თქმით, ვიდრე ვარძიისთვის გენგემის შემუშავება არ დასრულდება, მანამდე მშენებლობის ნებართვის გაცემა ვერ მოხერხდება.
„ყველაფერი რაც იქ გაკეთდა, გარდა გამწვანებისა, არის უნებართვოდ გაკეთებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრაქტორი მუშაობდა, რომელიც მიწას თხრიდა ძალიან დიდი რაოდენობით, გარდა ამისა ჩაასხეს ბეტონი, ამოაშენეს კედელი, რამაც ლანდშაპტი უკვე შეცვალა. ჩვენთვის ყველა მსგავსი ქმედება არის დაუშვებელი, რადგან მათ ნებართვა მხოლოდ გამწვანებაზე მივეცით. ვინც ადგილზე ნახავს მიხვდება რომ ის არის შენობის საძირკველი“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ემზარ ასპანიძე ფიქრობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემას განგებ აჭიანურებენ, თუმცა საკუთარ ეჭვებზე არ საუბრობს. მისი თქმით, ვიდრე ადგილობრივ თვითმმართველობას სასტუმროს აშენების ნებართვისთვის მიმართავდა, წელიწადნახევრით ადრე შპს „ნიალას“ ინიციატივით ნიკოლოზ ანთიძეს, ადგილობრივ სასულიერო პირებს და კომპანია „არსის“ ხელმძღვანელს გია აბულაძეს შეხვდა, რომელმაც ვარძია –ოლოდა– ხერთვისის განვითარების კონცეფცია მოამზადა. აღნიშნულ შეხევდრას ესწრებოდა სოსო ორჯონიკიძეც.

„ვთხოვეთ გამოეცხადებინათ ცოტახნიანი მორატორიუმი ყოველგვარ მშენებლობაზე და მომზადებინათ გენგეგმა, წელიწადნახევარი გავიდა და თითი თითზე არ დაუდია არავის. რამდენჯერმე შევეხმიანე სააგენტოს. მხოლოდ ახლა წამოიწია ამ საკითხმა, როცა ჩვენ აქტიურად მოვითხოვეთ სასტუმროს მშენებლობის საკითხის მოგვარება“, – აცხადებს ასპანიძე და ამატებს, რომ სასტუმროს მშენებლობის საკითხს ხელოვნურად აჭიანურებენ, თუმცა ამაზე საუბარი ხმამაღლა არ უნდა: „ მაქვს ეჭვები, მაგრამ ეჭვების საფუძველზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით“.

ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სამუშაოების შეჩერება „ნიალას“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსთხოვა. მერი, როსტომ მაგრაქველიძე აცხადებს, რომ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ სააგენტო გადაწყვეტილებას შეიცვლის.

„მერიას რა პასუხი უნდა გაეცა?! პასუხს სცემს კულუტული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და არ მოვიდა მათგან თანხმობა მშენებლობაზე, შესაბამისად მერიამ წარმოებული სამუშაოები შეაჩერა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა გამწვანებასა და ბილიკების მოკირწყვლაზე“.

საბოლოო გადაწყვეტილება, აშენდება თუ არა მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერისა და მისი პარტნიორის სასტუმრო ვარძიაში, ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა მიიღოს. სააგენტოს ხელმძღვანელობა სასტუმროს პროექტის ავ-კარგიანობაზე არ საუბრობს. ნიკოლოზ ანთიძე გენერალური გეგმის შემუშავებას ელოდება და აცხადებს, რომ გეგმის დასრულების შემდეგ, ვარძიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების მფლობელები „ერთიანი თამაშის წესებით ითამაშებენ“.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს