FM97.5 / LIVE

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.04.2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ გენერალური გეგმის გარეშე ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება.

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე

ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ შპს „ნიალას“, რომელიც ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურად დატერასებულ ფერდობზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, ნებართვა მხოლოდ მწვანე საფარის მოწყობაზე მისცეს.

„პროექტი, რომელიც ჩვენთან წარმოადგინეს, გულისხმობდა სასტუმროს მშენებლობას და მწვანე საფარისა და ბილიკების მოწყობას. სასტუმროს მშენებლობაზე სააგენტომ ინვესტორს უარი უთხრა, ისევე როგორც ბილიკების მოწყობაზე. ერთადერთი, რაზეც საბჭომ ნებართვა გასცა, გამწვანება იყოს. უარის მიუხედავად იქ სამუშაოები მძიმე ტექნიკით მაინც მიდოდა. ეს ტერიტორია არის ძეგლების დაცვის ზონაში, საკანონმდებლო დონეზე ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ვინაიდან ინტერესი არის რომ კულტურული მემკვიდრეობის გარემო იყოს შენარჩუნებული, ამიტომ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები“, – განმარტა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისი განმარტებით, ვარძიის მიმდებარე ტერიტორიას ბევრი მესაკუთრე ჰყავს, ამიტომ გენერალური გეგმის შემუშავების გარეშე, აქ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდება.

„გენგეგმის მომზადებამდე კვლევა ჩატარდა, ტერიტორიები დაიყო მთელ რიგ სეგმენტებად, სივრცითმა დოკუმენტმა მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ, მოგვცა შესაძლებლობა ჩვენ კონკრეტული არეალი შემოგვესაზღვრა. დღე უკვე ვიცით სად უნდა გაკეთდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ ამ პროექტს ვუთხარით უარი არა იმიტომ რომ რამე პროექტში არ მოგვწონდა, ჩვენ ვთქვით, რომ ერთიანი თამაშის წესები უნდა არსებობდეს ვარძიაში, ეს ეხება ყველას“, – განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.

მისი თქმით, მიუხედავად მათი უარისა, შპს „ნიალა“ მაინც განაგრძობდა მშენებლობას, თუ რატომ ეს კითხვა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაუსვან.

„სამხრეთის კარიბჭმ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან გასაუბრება ვერ შეძლო, მერის მოადგილემ, დავით პაპაშვილმა გვიპასუხა, რომ დაკავებული იყო და პასუხს მოგვიანებით გაგვცემდა, ასპინძის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

სამუშაოები სააგენტოს უარის მიუხედავად მიმდინარეობდა-ანთიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
სოსო ორჯონიკიძე


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია „ნიალა“ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის პირდაპირ, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა აქვს დაწყებული. შპს წილის 50% მოსკოვის ყოფილი ვიცე მერი, ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე ფლობს, მეორე 50%-ს კი ბორჯომის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძეა.

პროექტი ასპინძის მერიაში დასამტკიცებლად, 2018 წლის ოთხ დეკემბერს წარადგინეს. ემზარ ასპანძე ამბობს, რომ მითითება სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო და ოფიციალური მითითების შემდეგ, ტერიტორიაზე ყველა სამუშაო შეჩერდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის პირდაპირ  კომპანია 'ნიალა'  მესხური სოფლის მსგავს სასტუმროს უკანონოდ აშენებდა
‘თუ უარს გვეტყვიან, თუთის ხეებს დავრგავ’–ემზარ ასპანიძე ვარძიასთან სასტუმროს მშენებლობაზე
‘ნიალა’ ვარძიაში სასტუმროს მშენებლობას აღარ აპირებს
სააგენტო ვარძიასთან უკანონო მშენებლობაზე: კომპანიამ ტერიტორიას პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნოს
სასტუმროს უკანონო მშენებლობა თუ გამწვანებისთვის მოწყობილი ტერასები - რა ხდება ვარძიასთან [Photo/Video]
მშენებლობა ვარძიაში არღვევს ისტორიულ ლანდშაფტს – ძეგლთა დაცვა გარემოს დაცვას მიმართავს
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს