FM97.5 / LIVE

ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, ექვსჯერ შეკეთებული მილიდან წყალი ისევ ჟონავს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 10.04.2019
ახალციხეში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი ექვსჯერ შეაკეთეს და ასფალტიც გადააგეს, თუმცა წყალი ისევ ამოდის. წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივებმა მილი არ შეაცვლევინეს, აქ მცხოვრებლები კი მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

ახალციხეში, ორბელიანის ქუჩაზე, ექვსჯერ შეკეთებული მილიდან წყალი ისევ ჟონავს

ორბელიანის ქუჩაზე ზამთარში მილები ყინვისგან სკდებოდა და მთელი ქუჩა იტბორებოდა, მიმდებარე ტერიოტია იყინებოდა და გადაადგილება რთულდებოდა.

„წყლის მილები რამდენჯერმე გაკეთდა, მაგრამ ისევ დაზიანდა. ბოლოს ერთი თვის წინ გააკეთეს, მაგრამ ჩემ სახლთან ერთ ადგილას და ოდნავ ზემოთ კიდევ გაფუჭდა და წყალი ისევ ჟონავს. საფუძვლიანად არ აკეთებენ და წარა–მარა იმიტომ ფუჭდება“, – ამბობს ორბელიანის 14-ში მცხოვრები მარიკა კურტანიძე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ორბელიანი ქუჩაზე 25-26 თებერვალსა და 12-13 მარტს დაზიანებები შესაკეთებლად შვიდჯერ იმუშავეს, ერთხელ საკანალიზაციო არხი შეაკეთეს, ექვსჯერ კი წყლის მილი.

შეკითხვაზე, რატომ არ შეცვალეს მილი, რომელიც ექვსჯერ დაზიანდა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერმა ბესო ფილაურმა გვიპასუხა: „მოსახლეობამ არ გაგვიშვა, რომ მილი შეგვეცვალა მთლიანად. გვინდოდა 40 დიამეტრიანის ჩადება აღმართიდან მოსახვევამდე, ანუ იმ მონაკვეთში, რომელიც პრობლემურია, მაგრამ ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და განცხადება მერიაში შეიტანეს, წინააღმდეგი ვართ აქ რამე სამუშაოების წარმოებისო. ამ განცხადების ასლიც მაქვს. ამიტომ მოგვიწია ლოკალურად ადგილ-ადგილ დაზიანებების შეკეთება“.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მერიაში მსგავსი განცხადება არ შესულა: „ასეც რომ ყოფილიყო, თვითმმართველობისგან წყალმომარაგების კომპანიას მიცემული აქვს ნებართვა, რომ ჩვენთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ გადაუდებელი სამუშაოები. გეგმიური პროექტების შემთხვევაში კი მათ მერიაში წარმოადგენენ“.

ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მილის შეცვლასთან დაკავშირებით არც პროტესტი გამოუხატავთ და არც ხელმოწერები შეუგროვებიათ. მათი თქმით, წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ცრუობს.

„ჩვენ უბანში რაიმე განცხადება თუ იწერება მე ვწერ, მსგავსი რამ არ ყოფილა“, – გვითხრა სალომე დემეტრაძემ.

წყლის კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ადგილს მეშვიდედ აღარ შეაკეთებენ და მილს შეცვლიან, ამისთვის კი ჯერ მერიას მიმართავენ.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორბელიანის ქუჩაზე სასმელი წყლის მილი დაზიანდა
ახალციხეში ორბელიანის ქუჩაზე წყლის მილი მერვედ დაზიანდა
სულხან–საბას ქუჩაზე ექვსჯერ დაზიანებული მილი შეაკეთეს
მეოთხე დღეა ორბელიანის ქუჩა იტბორება
ორბელიანის ქუჩაზე დაზიანებული მილი შეაკეთეს
სულხან–საბა ორბელიანის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ