FM97.5 / LIVE

ახალციხის სამ სკვერში ხეები დარგეს

მთავარისაზოგადოება 21.10.2014
ახალციხეში, თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე არსებულ სამ სკვერში, გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა 35 ძირი ხე დარგეს.

ახალციხის სამ სკვერში ხეები დარგეს
გამწვანების აქცია ახალციხეში დღეს, 21 ოქტომბერს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

"გაზაფხულის სემესტრიდან ვახორციელებთ ეკო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდებას. პროექტი გულისხმობდა, როგორც თეორიულ ნაწილს ანუ ტრენინგებს, ამავდროულად სხვადასხვა აქტივობებს", – ამბობს პროექტის თანაკოორდინატორი თამთა ხუციშვილი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს ხუთ ქალაქში, გარდა გამწვანების აქციისა, იგეგმება დასუფთავების აქციები.

"მსგავსი აქციები გაგრძელდება მომავალშიც, ახალციხის შემდეგ ქუთაისში გადავინაცვლებთ. გამწვანების აქციების შემდეგ დაიწყება დასუფთავების აქციები", – ამბობს თამთა ხუციშვილი

პროექტის მხარდამჭერები არიან, როგორც ქალაქ ახალციხის მერია, ასევე საქართველოს რკინიგზა და გარემოსდაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკვერში ნაძვის ხეები დარგეს
სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო
ბორჯომის პარკში გამწვანების აქცია მიმდინარეობს
სადგერის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტერში გამწვანების აქცია მოეწყო
დასუფთავების აქცია ახალციხეში
გარემოსდაცვის დღეს ახალციხეში დასუფთავების აქცია მოაწყვეს
ახალციხეში ოთხი სხვადასხვა ჯიშის 500–მდე ხის ნერგი დარგეს