FM97.5 / LIVE

‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

მთავარისაზოგადოება 11.05.2018
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობებისთვის მათ მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ იმსჯელეს.

‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა პროექტის „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისათვის“, ფარგლებში გაიმართა და მას ადგილობრივი თვიმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. საუბარი პროექტის ორწლიან მუშაობას შეეხო, რომელიც სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფრომაციო გამოშვების „მოამბის“ მათ მშობლიურ ენაზე თარგმანს და სინქრონულ რეჟიმში მიწოდებას ეხება. სამცხე–ჯავახეთში „მოამბის“ სომხურ ენაზე ტრანსლირებას ახალციხში „მეცხრე არხი“, ახალქალაქში „ატევე 12“ და ნინოწმინდაში „ფარვანა“ ახორციელებს.

შეხვედრას „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი მარინა კუპატაძე უძღვებოდნენ.

„მნიშნველოვანია, რომ ადამიანებმა რუსული არხების ნაცვლად, ქართული არხებიდან, მათ მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია. ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ უფრო მეტი აქცენტი რეგიონის ახალ ამბებზე უნდა გაკეთდეს,“ – აცხადებს იველაშვილი.

სტუდენტი ანა არუთუნიანი ამბობს, რომ ეთნიკური სომხებისთვის ინფორმაციის მათ ენაზე მიღება ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: „ეს ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში გვეხმარება. ასე საზოგადოებრივ საქმიანობაში უფრო უკეთ ვერთვებით. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მედია კვლევას ჩაატარებს იმის შესახებ, თუ რა აინტერესებთ ეთნიკურ უმცირესობებს“.

პროექტს „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისათვის“ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საზოგადოებრივ მაუწებელთან ერთად, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, უკვე ორი წელია ახორციელებს.

‘მიიღე ინფორმაცია მშობლიურ ენაზე’ – ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათ ენაზე მიიღებენ
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივი ტრენინგები მშობლიურ ენაზე დაიწყო
არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები 2023 წლამდე იმუშავებენ
რა აჩვენა ადამიანის უფლებების შესახებ კვლევამ სამცხე-ჯავახეთში
უფასო სამართლებრივი კონსულტაცია ეთნიკური უმცირესობების ქალებს