FM97.5 / LIVE

MDF-ის კვლევა რუსული პროპაგანდის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.03.2019
"მედიის განვითარების ფონდმა" უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში, რუსული პროპაგანდის გავლენასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.

MDF-ის კვლევა რუსული პროპაგანდის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებში

"მედიის განვითარების ფონდმა" ფოკუს-ჯგუფები მარნეულში, გარდაბანში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელებისაგან დააკომპლექტა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადამიანებს აზრი მოისმინეს რუსული მედიის მიერ ინტენსიურად გაშუქებულ არაერთ საკითხსა და მის მიერვე გაჟღერებულ ყალბ ინფორმაციაზე. მათ შორისაა აშშ-ს პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, სკრიპალების საქმე, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული კონსპირაციები და სხვ.

კვლევის მიხედვით, ადამიანების 61.5%-მა ინფორმაციის მიღების წყაროდ რუსული “ოდნოკლასნიკი” დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა, 65%, აღნიშნულ ქსელს არ ენდობა.

MDF-ის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს მიაჩნია, რომ არც ხელისუფლება და არც საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირებისათვის საკმარის რესურსს არ იყენებენ. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ ზოგ შემთხვევაში, ადამიანები რუსულ მედიას ეცნობიან მაშინაც, როცა მისი არ სჯერათ, თუმცა მათთვის რუსული არხების შინაარსი უფრო მიმზიდველია.

“პრობლემაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეგიონზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოახდინოს მათი ინფორმირება ამ მტკივნეული საკითხების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ არიან მეზობელი სახელმწიფოების გავლენების ქვეშ. გამოჩნდა ისიც, რომ ზოგ შემთხვევაში იციან, რომ რუსული მედია იტყუება, თუმცა უფრო მიმზიდველია ის კონტენტი, რომელსაც რუსული არხები სთავაზობს. გარდა ამისა, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ ქართული არხების გადაცემებში და არის გაუცხოება, გარკვეულწილად”, – უთხრა თამარ კინწურაშვილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ტელერეიტინგების დათვლაზე პასუხისმგებელი კომპანიები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს არ ფარავენ. ამის გამო, მათი საჭიროებების უკეთ გარკვევა ვერ ხერხდება.

MDF-ის კვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ რეიტინგების მზომავ კომპანიებს მიემართება, მეტად დაინტერესდნენ აღნიშნული რეგიონებით. ხელისუფლებისადმი გაჟღერებულ რეკომენდაციებს შორისაა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დეზინფორმაციაზე მყისიერი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ასევე სახელმწიფო და დასავლური ენების შემსწავლელი პროგრამების შეთავაზება. ფონდი მეტად ინკლუზიური გაშუქებისკენ მოუწოდებს მედიას, საკუთრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს კი უმცირესობების ენებზე ინფორმაციის რეგულარულად გადაცემის, მრავალფეროვანი პროგრამების მომზადებისა და საზოგადოებაში მედია წიგნიერების ასამაღლებლად მუშაობის რეკომენდაციებით მიმართავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ინფორმაცია აქვთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ევროინტეგრაციის შესახებ– MDF–ის კვლევა
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის პრობლემებსა და უფლებებზე მსჯელობენ
‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF
ვაკანსია რუსული ენის მცოდნე ახალგაზრდებისთვის
'არა-ფობიას!' – განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებულ ქსენოფობიაზე
ლუკ კოფი: აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში