FM97.5 / LIVE

‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2019
მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს კვლევას, სადაც ‘’რუსულ სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ჩამონათვალში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია მითითებული. უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ფონდთან პარტიონრობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

‘რუსული სამყაროს’ პარტნიორების ჩამონათვალში ახალციხის უნივერსიტეტიცაა' – MDF

მედიის განვითარების ფონდმა ახალი კვლევა – „რუსული სამყარო“ საქართველოში“ მაისში გამოაქვეყნა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ფონდი „რუსული სამყარო” (Фонд «Русский мир») რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზეა შექმნილი და მის მმართველიბით რგოლებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. ფონდის პარტნიორებში საქართველოდან 46 სუბიექტია მითითებული.

„რუსულ სამყაროს” პარტნიოთა ჩამონათვალში მითითებული აქვს ისეთი ორგნიზაციები, რომელთაც ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ფონდთან არ აკავშირებთ, მათ შორისაა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტი“, – ვკითხულობთ კვლევაში.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერვსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, გასულ წელს მედიის განვითარების ფონდი დაინტერესდა თუ რა ტიპის თანამშრომლობა ჰქონდა უნივერსიტეტს „რუსული სამყაროსთან” და ამაზე ამომწურავი პასუხიც გასცა.

„როგორც მაშინ გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ, როცა ჩვენთან რუსული ფილოლოგიის პროგრამა იყო, ამ ფონდმა ჩვენს უნივერსიტეტს გადმოსცა რუსული სასწავლო ლიტერატურა და ამით დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ გვაქვს არცერთი ერთობლივად განხორციელებული ღონისძიება, არასოდეს ჩვენთან არ ყოფილან და არანაირი კავშირი არ გვქონია გარდა იმისა, რომ ბიბლიოთეკას გადმოსცეს რუსული წიგნები. „რუსული სამყარო“ არის ერთ–ერთი პარტიორი იმ პროექტის, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ბიბლიოთეკას წიგნები გადმოეცა“.

მისივე თქმით, მან „სამხრეთის კარიბჭისგან“ შეიტყო კონკრეტულად იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი აღნიშნული ორგანიზაციის პარტნიორების ჩამონათვალში იყო: „ეს ჩემთვის ახალი ინფრომაციაა. ეს სია მე არ მინახავს, დავინტერესდებით და გავარკვევთ“.

მედიის განვითარების ფონდის კვლევაში წერია, რომ ‘’რუსულ სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში, ძირითადად ორი ტიპის აქტივობებს ახორციელებენ: კრემლის პოლიტიკური პროექტების მხარდაჭერა-ორგანიზება და საგანმანათლებლო–კულტურული პროექტები. ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ძირითად კრემლის ისეთი პოლიტიკური პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორიცაა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსული “უკვდავი პოლკის” ქართული „დანაყოფის“ მსვლელობა, "გეორგევსკის ლენტების” დარიგება სხვადასხვა ქალაქებში, “აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებასთან” დაკავშირებული ღონისძიებები.

პრორუსული ორგანიზაციის "საქართველოს უკვდავი პოლკის" წევრებმა გუშინ, ცხრა მაისს, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილების ფოტოებით, ადმინისტრაციული შენობიდან მემორიალამდე მსვლელობა მოაწყვეს ნინოწმინდასა და ახალქალაში. ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს საბჭოთა სიმღერა День Победы [გამარჯვების დღე] ამღერეს. ღონისძიებაზე ადგილობრივები იყვნენ “უკვდავი პოლკის“ დროშებით და საბჭოთა სიმბოლიკიანი ქუდებით.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘День Победы’ და საბჭოთა სიმბოლიკა ნინოწმინდაში ცხრა მაისის ღონისძიებაზე [ვიდეო]
ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
MDF-ის კვლევა რუსული პროპაგანდის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებში
შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა
პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს