FM97.5 / LIVE

საქართველოს თასზე ‘თორი’ და ‘ბორჯომი’ ერთმანეთს შეხვდებიან

მთავარისიახლე, სამართალი 25.03.2019
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლაში სამცხე–ჯავახეთიდან ოთხი გუნდი მონაწილეობდა. თუმცა, ახალციხის „მესხეთი“ და ახალქალაქის „აბული“ გათამაშებას უკვე გამოეთიშა.

საქართველოს თასზე ‘თორი’  და ‘ბორჯომი’  ერთმანეთს შეხვდებიან

საქართველოს თასის წინასწარი ეტაპი ბორჯომელებმა 15 მარტს ახალქალაქის „აბულთან“ გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დაიწყეს. ამის შემდეგ ბორჯომელები წინასწარი ეტაპის ბოლო მატჩში ახალციხის „მესხეთს“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრაში ბორჯომელებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 12–0 გაიმარჯვეს.

გათამაშების პირველ ეტაპზე ხარაგაულის „ჩხერიმელას“ შეხვდნენ და გამარჯვება არც ამ მატჩში გაუჭირდათ – „თორმა“ ექვსი უპასუხო ბურთი გაიტანა.

გუნდის მეკარისა და ვიცე–კაპიტნის ალექს ოქრომელიძის თქმით, „თორის“ სამწლიანი არსებობის მანძილზე ეს ყველაზე დიდი წარმატებაა: „საქართველოს თასის ამ ეტაპამდე ადრე არასდროს მივსულვართ, ახალციხის და ახალქალაქის გუნდები ტრადიციული მეტოქეები არიან და მათთან გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა მხოლოდ „ბორჯომთან“ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. ამ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.



ბორჯომის საფეხბურთო გუნდ „თორის“ ფეხბურთელები ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. „თორი“ საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ბორჯომის „ბორჯომს“ 28 მარტს დაუპირისპირდება. მატჩი ისტორიული იქნება, რადგან აქამდე ბორჯომის ორი საფეხბურთო გუნდი ერთამენთს არასდროს შეხვედრია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო კლუბი 'ბორჯომი' საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
ბორჯომის ‘თორმა’ 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო
ბორჯომის ‘თორმა’ დაფინანსების მიღების შემდეგ პირველი ადგილი დაკარგა
როგორ დაიწყეს სეზონი სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო კლუბებმა
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს