FM97.5 / LIVE

გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს ხვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2018
„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ადგილობრივებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს "სკაიპით" მიმართა.

გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა და პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, 21 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყეს.

ცენტრალურ პარკში შეკრებილ ადგილობრივებს გრიგოლ ვაშაძემ ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა: „ე.წ „ქართულ ოცნებას“, რომელიც არც ქართულია და არც ოცნება, არ შეუძლია ასე ხალხის მოყვანა, რადგან ჩვენ არ ვიყენებთ არც ადმინისტრაციულ რესურსს და არც საჯარო სივრცეში დასაქმებული ხალხი მოგვყავს ძალით. ეროვნების მიუხედავად, აქ საქართველოს პატრიოტები დგანან“.

შეხვედრაზე ადგილობრივებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "სკაიპით" მიმართა.

მისი თქმით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში იგი ქვეყანაში დაბრუნდება და შეჩერებულ პროექტებს გააგრძელებს: „ბევრი პროექტი დავიწყეთ და ბოლომდე ვერ დავასრულეთ. მაგალითად რკინიგზა, სადაც ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. როგორც კი სწორ არჩევანს გავაკეთებთ, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ქვეყანაში და ვიმუშავებ, რათა ყელა ამ პროექტს, რომლებიც მე დავიწყე გავაგრძელოთ. თქვენი ქმრები და ახალგაზრდები აღარსად უნდა წავიდნენ და თავის ქვეყანაში უნდა იმუშაონ“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას.

გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ამომრჩევლებს  ხვდება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გრიგოლ ვაშაძე: ‘არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ და ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ’
ოპოზიცია არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს
გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს დღეს, 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეხვდება
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
გრიგოლ ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს
გრიგოლ ვაშაძე: რეგიონებში ვიწყებთ სიარულს
დავით ბაქრაძე: ჩვენი გეგმა არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის