FM97.5 / LIVE

გაერთიანებულ ოპოზიციას ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.07.2018
გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ათი პარტიიდან წევრები ახალციხეში მხოლოდ ერთ მათგანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს და მხოლოდ ამავე პარტიის ოფისი ფუნქციონირებს ქალაქში.

გაერთიანებულ ოპოზიციას  ახალციხეში ჯერ მხოლოდ ენმ–ს წევრები ჰყავს

საქართველოში პირველი პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე დასახელდა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ , რომელიც ათ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს კანდიდატად ენმ–ს პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ახალციხეში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი შეიქმნება, თუმცა ჯერ ამასთან დაკავშირებით დეტალები გარკვეული არ არის.

„ჩვენი ოფისიც იმუშავებს პარალელურად, ის არ დაიხურება. ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის გაცნობას. რა ფრომით გავაკეთებთ ამ ყველაფერს დეტალებზე ყალიბდებიან და ჩვენთვისაც მალე გახდება ცნობილი“, – ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.

პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ ვაშაძეს პრეზიდენტად არჩევის დიდი შანსი აქვს: „ქვეყანას ყველაზე მეტად მისი დიპლომატიური გამოცდილება წაადგება. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ შემოგვიერთდნენ, ასე შევძლებთ ჩვენ გამარჯვებას“.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ათ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, ესენი არიან: „ახალი საქართველოსთვის“; „ემსახურე საქართველოს“; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; სახელმწიფო ხალხისთვის“; „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“; „ახალი საქართველო“; „საქართველო ლიდერთა შორის“; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრია. ის 2008 წელს წინა მთავრობის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე კი კულტურის მინისტრი იყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
'ევროპულმა საქართველომ' პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
გელა დემეტრაძე:'დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს'
ბაქრაძე ოპოზიციას: 'მეორე ტურისთვის საერთო შტაბი შევქმნათ'
ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა