FM97.5 / LIVE

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 21.03.2019
ახალციხის ცენტრალურ პარკსა და საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]

დღეს, 21 მარტს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის და ასევე, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის ცენტრალურ პარკში, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს.

"გამოტანილი გვაქვს, ჩვენი გაკეთებული საყვავილეები, მოხატული თეფშები ამ ყველაფერს ბავშვები და აღმზრდელები მთელი წლის განმავლობაში ერთად აკეთებენ", – ამბობს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი დალი ასპანიძე.

გამოფენის პარალელურად, მერიის კულტურის სამსახურმა პატარებისთვის სპორტული აქტივობაც მოაწყო. ის ვინც ყველაზე მეტ ფერად ბურთს კალათში ჩააგდებდა, სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემდა.

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]

ასევე დღეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მერიის თანამშრომლებმა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღში პატარებთან ერთად ხელებზე ფერადი წინდები წამოიცვეს და სიმბოლურად ფოტოები გადაიღეს.

21 მარტს, დაუნის სინდრომის დღესთან ერთად, ტყის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. საჯარო მოხელეებმა პირველი ბაღის ეზოში ფიჭვის ნერგები დარგეს.

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]

ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]


21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

ამასთანავე დღეს არის ტყის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წელს დაწესდა. იგი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გამეჩხერებული ტერიტორიების შევსება-აღდგენას ისახავს მიზნად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეშიც აღინიშნა [R]
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’- ახალგაზრდების აქცია ცნობიერების ასამაღლებლად