FM97.5 / LIVE

‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’- ახალგაზრდების აქცია ცნობიერების ასამაღლებლად

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2017
21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, სამცხე–ჯავახეთის სკოლების პროგრამა ‘მომავლის თაობის’ მოსწავლეებმა, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, საინფორმაციო აქციები გამართეს.

‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’- ახალგაზრდების აქცია ცნობიერების ასამაღლებლად

ახალციხეში, ცენტრალურ პარკში, კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა, საინფორმაციო აქცია 15:00 საათზე დაიწყეს. ახალგაზრდებმა, რომელთაც ხელებზე სოლიდარობის გამომხატველი ჭრელი წინდები ეკეთად, ადგილობრივებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები და ფერადი საჰაერო ბურთები, დაუნის სინდრომის შესახებ სხვადასხვა წარწერებით.

„ჩვენ გვინდოდა, რომ ადამიანები კიდევ ერთხელ დაგვეფიქრებინა რა არის დაუნის სინდრომი. დაუნი არ უდა გამოვიყენოთ სალანძღავ სიტყვად, რაც სამწუხაროდ, ხდება ხოლმე“, – გვიტხრა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, მეათეკლასელმა ვერონიკა გვარამაძემ.

საინფორმაციო აქცია, რეგიონის სხვადასხვა ქალაქში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. აქციაში რეგიონიდან 42 სკოლა ჩაერთო.

ასპინძაში, სოფელ ზველში მცხოვრებ ალიკა ზედგინიძეს, ახალგაზრდები სახლში ტკბილეულით ესტუმრნენ და სპეციალურად მისთვის, მინი წარმოდგენაც გამართეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
დღეიდან დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო