FM97.5 / LIVE

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 21.03.2016
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ „21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა“–დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი აქციით შეუერთდა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში

ახალგაზრდული ცენტრის ახალგაზრდები ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ. მათ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნი, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დააურიგეს და ქვის ფილებზე ცარცით წარწერა –„46+1 დაუნის სინდრომი“ დააწერეს.

„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა შეგვეხსენებინა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები ჩვენი მეგობრები არიან და მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“,– –განაცხადა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, მსგავსი სახის აქცია სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც ადამიანებში იწვევს ინტელექტუალურ შეზღუდულობას. დაუნის სინდრომი გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი, 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი გახდა. სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
‘ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს’- ახალგაზრდების აქცია ცნობიერების ასამაღლებლად
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს [Photo]