FM97.5 / LIVE

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 12.03.2019
ადიგენში, სოფელ ფარეხაში მცხოვრებ ორი ოჯახს, 30 წელია ელექტროენერგია არ აქვს, თვითმმართველობამ კი „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში მათთვის გათვალისწინებული 10 000 ლარი, სოფელ ვარხანს სკვერის მოსაწყობად ისე გაუნაწილა, რომ ადგილობრივებისთვის არაფერი უკითხავს.

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

ახალციხიდან ადიგენისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სოფელში, ფარეხაში, 84 წლის ვენერა ღვინიაშვლი ათეულობით წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ამიტომ მას არც ტელევიზორი, არც რადიო და არც ტელეფონი აქვს. ამბობს, რომ ქვეყნის ამბებს, მაშინ იგებს თუ სოფელში ქალაქიდან ვინმე მივა.

ღვინიაშვილთან ერთად, ფარეხაში კიდევ ერთი ოჯახი, 57 და 60 წლის და–ძმას ცხოვრობს.

ორკომლიანი დასახლების ეზოში, მხოლოდ ერთი პატარა ფანჩატურია, რომელიც შარშან გაკეთდა. ადგილობრივები მზიან დღეებს აქ ერთმანეთთან საუბარში ატარებენ: „რვა საათი გახდება თუ არა ვწვებით და ვიძინებთ, აბა რა გავაკეთოთ ბნელაში. 21 –ე საუკუნეში რომ ასეთ დღეში იქნები, სხვა რაზე რა უნდა ილაპარაკო“.

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

როგორც ფარეხაში მცხოვრებლები ამბობენ, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფარეხისთვის გათვალისწინებული მიმდინარე წელს 10 000 ლარი იყო, თუმცა ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ თანხაში იმის გაკეთებას მოითხოვდნენ სოფელში, რაც თავად სურდათ. აღნიშნული პროგრამის შესახებ მათ „სამხრეთის კარიბჭისგან“ დღეს, 12 მარტს, გაიგეს.

„აქ არავინ მოსულა არც კრება ჩატარებულა და არც თანხის ოდენობა უთქვამს ვინმეს“, – გვითხრეს მათ.

ფარეხაში კრების ჩასატარებლად რომ არავინ მისულა, ამას მერის წარმომადგენელი ვარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიქტორ მინაძე და მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილიც გვიდასტურებენ.

„კრება ვარხანში ჩავატარეთ, აქ ფარეხიდან წასული მოსახლეობაც ცხოვრობს, ამიტომ მათმა უმრავლესობამ რაც აირჩია იმას ვაკეთებთ. ვარხანის თემში შედის ფარეხა და იქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში არსენ ბალახაშვილმა.

ვარხანში ადგილბორივების გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სკვერი კეთდება.

„ფარეხაზე 10 000 ლარია გამოყოფილი, ვარხანზე კი 16 000 ამიტომ გავაერთიანეთ და სკვერს გავაკეთებთ, სოფლის პროგრამიდან კონკრეტულად ფარეხაში არაფერი გაკეთდება“, – აცხადებს ვიქტორ მინაძე.

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

ფარეხაში მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ ამ თანხით შესაძლებელი იყო რაღაცა მათ სოფელში გაეკეთებინათ: „არ ვიცით სად რა სკვერი კეთდება. როცა სხვა პრობლემები მოგვარებული გაქვს, სკვერი ცუდი არააა, მაგრამ წლებია ტელევიზორი არ გვინახავს თვალით და შუქი არ გვაქვს, ჩვენთან სკვერის გაკეთებას რომელი მოითხოვდა?!“

ადიგენის მერიაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფარეხაში მცხოვრებლებს ელექტროენერგია აუცილბელად ექნებათ: „მზის ბატარიები უნდა დამონტაჟდეს, ამაზე უკვე მიდის მუშაობა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ ფარეხას რამე აკლია, რადგან წყალიც აქვთ, კორპუსიც შევურემონტეთ და მისასვლელი გზაც არის მანდ“.

ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ფარეხაში მცხოვრებლებთან შეუთანხმებლად მათი თანხა უფრო დიდი სოფლისთვის არ უნდა მიეცათ: „არ აქვს მნიშვნელობა ერთი კაცი ცხოვრობს, ორი თუ ათი, ეს თანხა ფარეხასთვის იყო გამოყოფილი და აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ მათი აზრიც იმიტომ რომ ეს თანხები რეალურად სწორედ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით იხარჯება“.

ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებმა ადიგენის მერიამაც „სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში“ პრიორიტეტები უკვე ყველა სოფელში შეარჩია.

უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ
ფარეხაში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა მზის პანალები მიიღო
სოფელ ფარეხაში, სადაც მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს, კორპუსს გაარემონტებენ
ახალციხის სამ სოფელში სკვერი მოეწყობა
‘6 000–ად ეზოც ვერ მოასფალტდება' – რას შეიძლება ეყოს 'სოფლის პროგრამის' თანხა
ადიგენში, სოფელ ფარეხაში,  ბალახი და თივის ზვინები იწვის
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება