FM97.5 / LIVE

სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.10.2019
ადიგენში, სოფელ ფარეხაში, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობს, ელექტროენერგია არასდროს ჰქონიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საკითხზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არაერთხელ იყვნენ.

სოფელ ფარეხაში ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელებს ითხოვენ

ელექტროენერგიის არქონის პრობლემით, სოფელ ფარეხას მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ხშირად საუბრობს. აქ მცხოვრებლები ბოლოს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში სექტემბერში იყვნენ.

„გუბერნატორთან ვიყავით, უკვე სამი წელია გვპირდებიან დავდგამთ მზის კოლექტორებსო. ასეთი პასუხი გაგვცეს - ადიგენის და ახალციხის მერებმა ერთად უნდა გააკეთონო. 2020 წლამდე დამონტაჟდებაო. აწი, არ მოხვიდეთ, არ შეწუხდეთო და იქნება დენიო“, - ამბობს ფარეხის მკვიდრი როზა დალაგონიანი.

მისივე თქმით, ფარეხაში კიდევ ორი ოჯახი ცხოვრობს და ორიც ფერმაა: „აქ სულ სამი ოჯახი ვართ და ახლოსაც ფერმებია. იმედია, იქაც გაუკეთებენ. იცი რა რთულია უშუქოდ?! ტელეფონი რამდენიმე დღე დასატენი გვაქვს, ვერავის ვუკავშირდებით“.

სოფელი ფარეხა ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტში შედის. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სამ ოჯახს მზის პანელები 2019 წლის პირველ დეკემბრამდე ექნება: „უკვე ცნობილია კომპანია, რომლემაც უნდა დაამონტაჟოს მზის კოლექტორები. ხელშეკრულება გაფორმებულია და ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად დასრულდება“, - აცხადებენ ადიგენის მერიაში.

მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში რომ მზის პანელები უნდა დამონტაჟდეს, ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტრომ ივლისში განაცხადა. მათი ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს.

ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარეხაში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა მზის პანალები მიიღო
სამცხე–ჯავახეთის ორ სოფელში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება
ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს
დასახლებებში, სადაც ელექტროენერგია არ არის მზის პანელებს დაამონტაჟებენ
უშუქოდ მყოფი ორკომლიანი დასახლების თანხით, მეზობელ სოფელში სკვერი მოეწყობა
რატომ გაჩნდა მზის გარშემო შავი ჩრდილი დღეს?
'მზის სხივი' – სპექტაკლი ბალერინასა და მისი მეგობრის შესახებ