FM97.5 / LIVE

‘6 000–ად ეზოც ვერ მოასფალტდება' – რას შეიძლება ეყოს 'სოფლის პროგრამის' თანხა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.01.2019
ადიგენში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითო დასახლებული პუნქტისთვის გამოყოფილი თანხა 5 000–დან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლებში არა ერთი პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა, თანხა თითქმის ვერაფერს გაწვდება.

‘6 000–ად ეზოც ვერ მოასფალტდება' – რას შეიძლება ეყოს 'სოფლის პროგრამის' თანხა
ფოტო: არქივი


ადიგენის მუნიციპალიტეტში 56 დასახლებულ პუნქტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 324 000 ლარი დაიხარჯება. ყველაზე მეტი, 10 000 – 10 000 ლარი მხოლოდ ორი სოფლისთვის, მათ შორის არლისთვისაა გამოყოფილი. რა გაკეთდება ამ თანხით სოფელში, ადგილბორივებმა საერთო კრებაზე უნდა გადაწყვიტონ.

არალში მცხოვრებლები ამბობენ, რომ რიგით პირველი პრობლემა შიდა გზები, საკანალიზაციო ქსელი და სასმელი წყალია.

„სოფელი იწამლება, საკანალიზაციო ქსელი არაა, ამიტომ ტუალეტიდან გამოსული წყლები ღია არხებით მოდის, მთელ დასახლებას გადის და ჩაედინება მდინარეში. ამის გამო ბევრი დაავადება შეიძლება გაჩნდეს. ასევე, ძალიან ავარიულია შდია გზები, ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ხშირად გადაადგილებაც გვიჭირს“, – ამბობს არალში მცხოვრები თამარ მათოშვილი.

ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი ფეიქრიშვილი კი აქცენტს სასმელი წყლის პრობლემაზე კაეთებს: „განსაკუთრებით არლის შემოსასვლელში მცხოვრები 12 ოჯახია ცუდ დღეში. 1961 წლიდან მანდ ცხოვრობენ და წყალი დღემდე არ აქვთ, სულ ხელით ეზიდებიან. ასევე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სასაფლაომდე მისასვლელი გზა. არ ვიცი 10 000 ლარი რას შეიძლება ეყოს, მაგრამ თუ ვერ მოაასფალტებენ იქნებ მოხრეშონ მაინც ეს გზა“.

შიდა გზებია რიგით პირველი პრობლემა მოხეში მცხოვრებლებისთვისაც.

„სოფელში გზებია მიუვალი. კარგი იქნება თუ რაღაც ნაწილს მაინც გააკეთებენ. ასევე, ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედანი გვჭირდება“, – ამბობს მოხეში მცხოვრები თემურ მიქელაძე.

იგივეს აცხადებს მის მეზობლად მცხოვრები ლევან რეხვიაშვილიც: „ადრეც იყო ეს პროგრამა, მაგრამ რაც გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა იმას ფული არ ჰყოფნიდა და ამიტომ რიტუალების სახლი გავაკეთეთ. სოფელში გზებია ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თუ ასფალტს არ დაასხამენ, მოხრეშონ მაინც".

მოხესთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 6 000 ლარია. თუმცა, სოფელში ამბობენ, რომ ამ თანხით ეზოც კი ვერ მოასფალტდება. იგივეს აცხადებენ გზების მშენებელ კომპანიებშიც.

„მაქსიმუმ 100 კვმ. ასფალტის დაგება შეიძლება 6 000 ლარით. გააჩნია სისქესაც და ადგილმდებარეობასაც, ეს დაახლოებით ერთი პატარა ეზოს ფართობია. თუმცა, შესაძლებელია, რომ 2 000 კვმ. ფართობი მოიხრეშოს და რაღაც სახე მიეცეს გზას“, – ამბობს შპს „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი.

ადიგენის ოთხ სოფელში 8 000–8 000, ორ სოფელში – 10 000– 10 000, 28 სოფელში 5 000–5 00, 22 სოფელში კი 6 000–6 000 ლარია განსაზღვრული.

განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში რომ თანხა საკმაოდ მცირეა, ამაზე თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტებიც საუბრობენ.

„წინა წლებში პროგრამის დაფინანსება 50 მილიონი იყო, ახლა კი 20 მილიონამდეა. საშიში ისაა, რომ თანხის სიმცირის გამო შესაძლოა პროგრამის დისკრედიტაცია მოხდეს. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი, რომ მომავალი წლიდან გაიზარდონ დაფინანსება“, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ფიქრობენ, რომ თუნდაც 5 000 ლარით სოფელში არაერთი პრობლემის მოგვარება შეიძლება, გარდა ამისა, თანადაფინანსებით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გარკვეულ პროექტებს თანხა დაემატება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის პრობლემების მოგვარების კარგი შანსია. ამ თანხებით ყველა სოფელში კარგი საქმე გაკეთდება, თან რაც მთავარია თავად ხალხი გადაწყვეტს კონკრეტულად რისი გაკეთება ურჩევნიათ. ჩვენც შეგვიძლია შევიდეთ თანადაფინანსებაში 100%–ითაც კი“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების აზრით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ გადაწყვეტილება პროექტის შერჩევისას თავად თემმა უნდა მიიღოს.

„ეს არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ერთვება და პრობლემა მათი მონაწილეობით გვარდება. რაც შეეხება თანხის სიმცირეს, ამ ფულით თითო სოფლისთვის რაღაცა პატარა საქმის მოგვარება მაინც შეიძლება. მახსოვს სხვილისში საკამოდ დიდხანს აკეთებდნენ წყლის სათავე ნაგებობას, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა მოაგვარეს“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ირაკლი მელაშვილიც საუბრობს: „ოღონდ ეს გადაწყვეტილებები ნამდვილად ხალხის მიღებული უნდა იყოს და არა ჩინოვნიკების“.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას მოსახლეობა ადიგენში 17 იანვარს დაიწყებს და პირველ მარტს დაასრულებს.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებულ პუნქტებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა გადანაწილებული: 200 კაცამდე - 5 000 ლარი, 400 კაცამდე - 6 000 ლარი, 1 000 კაცამდე - 8 000 ლარი, 1 000 კაცზე მეტი - 10 000 ლარი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში ორწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წლიდან განახლდა. აღნიშნული პროგრამის განხორციელება პირველად 2009 წელს დაიწყო, თუმცა 2017–ში შეწყდა. პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული.

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა

2019 წლიდან 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' აღდგება
რომელ სოფელი რა რაოდენობის თანხას მიიღებს ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები ‘სოფლის პროგრამების’ განსახორციელებლად
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო