FM97.5 / LIVE

არ არსებობს უმუშევარი ქალი!

მთავარისიახლე, ბლოგები 10.03.2019
მატასის ბლოგი

არ არსებობს უმუშევარი ქალი!

დილის ექვსი საათია. ზამთრის სუსხია. გარეთ ბნელა, თუმცა მაინც ეღვიძება და საწოლში ტრიალებს. ამ დროს ადგომასააა მიჩვეული, ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესია.

თავისი ხელით შეკერილი ატლასისგულა მატყლის საბანი ყელამდე აქვს აწეული და ყინვისგან დამზრალ ფანჯრის მინებს უყურებს. ჯერ მამალმა იყივლა და მერე ინათა კიდეც. ჩუმად ადგა, ფეხაკრეფით გამოიარა ოთახები. სამზარეულოში ღუმელი აანთო წინა ღამით მომზადებული კვარითა და ხმელი შეშით. შეშა ნედლი აქვს წელს, ამიტომაც საღამოობით აწვრილებს ნაფოტებივით და აწყობს ღუმელის ქვეშ, რომ გამოშრეს და დილით ადვილად შეძლოს დანთება.

სანამ ოჯახის სხვა წევრებს გაეღვიძებათ და ადგებიან სითბო უნდა იყოს სახლში.თუჯის ღუმელი ნელ-ნელა ცხელდება და სამაგიეროდ მერე ისეთ სიმხურვალეს გამოსცემს მთელ სახლს ათბობს. შეშის ტკაცატკუცის ხმა ოთახებში იფანტება. ქალი სახლიდან გადის და ეზოს ბოლოში საქონლის სადგომისკენ მიდის. სუსხია, ყინავს კიდეც, მაგრამ პირუტყვი ელოდება, ქათმებიც, ცხვრებიც და ყველაფერს მოვლა უნდა. წინსაფრის კალთით, ქათმებისთვის წინა დღით დაფშვნილი სიმინდი მიაქვს, საქათმეს აღებს და სიმინდს უყრის აკრიახებულ ქათმებს. გარეთ გამოდიან ფრინველები და თოვლზე სამი, გატატყული, გრძელი, თითა ნაკვალები ჩნდება. წყალსაც უსხამს პატარა მანქანის, შუაში გაჭრილ საბურავში. შვილიშვილი დაიხმარა და ქათმებს ეს წყლის ჭურჭელი მოუწყო. წყლის დასხმის დროს ხელებიც დაუსველდა, თითები მიიკრა ,,ვედრის“ სახელურმა, უცებ გაუშვა ხელი, დარჩენილი წყალი კალოშებზე გადაექცა. დაიფერთხა წყალი ფეხებიდან და ცხვრებისკენ წავიდა. ოთხი ცხვარი ჰყავს, მეტის მოვლა აღარ შეუძლია და გაყიდა. ძროხა ორი, ორივე მეწველი. სადგომის კარი გააღო და ცხვირში ნაკელისა და ცხელი ორთქლის მძაფრი სუნი ეცა. მშობლიური იყო ეს სუნი უკვე. ძროხებს კისერზე მიეფერა, ერთმა დაიზმულა, თითქოს მიესალმა. ორივე მოწველა, თივაც ჩაუყარა. ნაკელი და წუნწუხიც ჯერ ხის ცოცხით შეაგროვა და მერე ,,ლაფატკით“ ბოსლის უკანა მხარეს გამოზიდა.

გაზაფხულზე ეზოში გაშლის და მიწას ისე დაბარავს. მორჩა დილის საქმეს და სახლისკენ გამოსწია. რძე გაწურა, ვერცხლიფერი ქვაბით ღუმელზე დადგა. სწრაფად გამოიცვალა დასველებული წინდები და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა რძე არ ადურებულიყო და ღუმელზე არ გადმოსულიყო, არ უყვართ რძის სუნი ბავშვებს. მერე ღუმელის დაბლა სანაცრე გამოსწია, ნაკვერჩხლიც და ,,კოფე“ დაადგა. ასე მოდუღებულ ,,კოფეს“ სასწაული გემო აქვს. რძე ქვაბში ქაფქაფებდა, ,,კოფეც“ აშიშინდა, თეთრ ფინჯანში ჩაისხა და ფანჯარაში გაიხედა. თოვდა, სამოცდამეთოთხმეტე ზამთარს ესწრებოდა.

[მატასი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
ამჯერად ოთხი
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან ოქრო მოიპარეს
ახალციხეში სამი ადამიანის გაზით მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი გახდა
მიქელწმინდას ამბები [ფოტო]
არის ერთი ქალი . . .
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები