FM97.5 / LIVE

ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ახალციხეში განვითარებული მოვლენები კანონის ფარგლებს არ გასცდება

საქართველოს სახალხო დამცველი ახალციხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. რელიგიის თავისუფლება იცავს ინდივიდის უფლებას, იცხოვროს, იმოქმედოს და თავისი საქმიანობა წარმართოს რელიგიის წეს-ჩვეულებათა და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად. რელიგიის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, როგორც მარტომ, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძოდ, გააცხადოს თავისი რელიგია ან რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რელიგიის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება და ექვემდებარე მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის, ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის. ამასთან, სახელმწიფომ ამ უფლების დაცვისა და უზრუნველყოფისას უნდა შეძლოს კერძო და საჯარო ინტერესების გონივრული დაბალანსება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორის აქტებით დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის როგორც რელიგიის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ განსხვავებით სოფელ ნიგვზიანსა და სამთაწყაროში განვითარებული მოვლენებისა, ახალციხეში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები კანონის განუხრელი დაცვით შეასრულებენ მათ მოვალეობას და დაიცავენ ყველა პირის მიერ მათი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას.

ამასთან, სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციაში ჩართვას და მოუწოდებს მათ დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომელიც საჯარო სამსახურის საერო ხასიათში გამოიხატება (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 13(ზ)).

სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას იმოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და არ დაარღვევენ სხვათა უფლებებსა და თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის აპარატი ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველის მოწოდება ხელისუფლებას 17 მაისთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ომბუდსმენი: 'სამწუხაროა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა'
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება