FM97.5 / LIVE

ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 27.02.2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „დ.ხ კომპანის“ წარმომადგენელს გივი ახობაძეს, რომელიც ბორჯომში საცურაო აუზის ვერანდის გადახურვაზე მუშაობდა, დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.

ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს

საქმე ბორჯომის ისტორიული პარკის საზაფხულო აუზს ეხება.

შპს „დ.ხ კომპანიმ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2017 წელს გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით კომპანიას ბორჯომის პარკში საცურაო აუზის შენობის ვერანდა 69 133 ლარში უნდა გადაეხურა. თუმცა, დათქმულ ვადაში სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „დ.ხ კომპანის“ დირექტორის მინდობილი პირი გივი ახობაძე მუნიციპალიტეტის თანხების მითვისების ფაქტზე სსკ–ის 182 მუხლის 3–ე ნაწილის „ბ“ პუნქტით პასუხისგებაში მისცა, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულსიხმობს.

„ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ახობაძემ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობა გაზარდა“, – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ამავე საქმეზე, ოღონდ სამოქალაქო წესით, ბორჯომის მერიამ სასამართლოში უკვე იჩილვა და მოიგო კიდეც. მერია „დ.ხ. კომპანიას“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებოდა.

„კომპანიისგან ვითხოვთ ჯარიმის, პირგასამტეხლოს და ავანსის თანხის დაბრუნებას. პირველი ინსტანციის, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადეს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეკითხვაზე, რამდენი ლარის გადახდა დაეკისრა კომპანიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში არ გვპასუხობენ. ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს ახალციხის რაიონულ სასამართლოშიც.

შპს „დ.ხ კომპანის“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2017 წლის 29 ივნისიდან, 45 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. სატენდერო დოკუმენტებში ჩანს, რომ კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა და 10–დღიანი გადავადება ითხოვა.

„სამხრეთის კარიბჭე“ გივი ახობაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა: „ჯერ კიდევ მიმდინარეობს ძიება, ამიტომ ვიდრე არ დასრულდება კომენტარს ვერ გავაკეთებ“.

სისხლის სამართლის საქმის ძიების პარალელურად სამოქალაქო წესით დავა გრძელდება სასამართლოშიც. „დ.ხ კომპანიმ“ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც მათ სასამართლოს მიმართეს აუზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია: „რა გაკეთდება ამ ტერიტორიაზე ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შეიძლება აღნიშნული ფართი სხვა ფუნქციით დაიტვირთოს“.

ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს

ბორჯომის პარკში არსებულ საზაფხულო აუზს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაუტარდა. ამ წელს სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 423 512 ლარი გამოიყო. გადაიხურა აუზი, გარემონტდა გასახდელები, საშხაპეები, ვესტიბულის და სატრენაჟორო დარბაზები. აღნიშნულ თანხაში აგრეთვე გათვალისწინებული იყო 9 აპრილის ქუჩის ფეხით სავალი ნაწილებისა და მოაჯირების რეაბილიტაცია, დეკორატიული განათებების დამონტაჟება და 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი აივნების რეაბილიტაცია.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს, აუზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იყო.

ბორჯომში საცურაო აუზის საქმეზე მშენებელი პასუხისგებაში მისცეს

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
ბორჯომის მერიამ ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპანია დააჯარიმა
შემოდგომით ბორჯომის პარკის რეაბილიტაცია იგეგმება