FM97.5 / LIVE

დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.02.2019
ახალციხის სკოლების დიდ ნაწილში არ არის სპორტული მოედნები, წყლისა და კანალიზაციის, ასევე დენის გაყვანილობები, დაზიანებულია ჭერი და საპირფარეშოები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც სკოლების დირექტორებმა ახალციხის მერთან ისაუბრეს.

დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, დღეს, 20 თებერვალს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა. მიზანი, სასწავლებლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობა იყო. ასევე, მერი დაინტერესდა, თუ რომელ სკოლას რა რაოდენობის თანხის გამოყოფა შეუძლია წელს ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად.

როგორც შეხვედრაზე აწყურის სკოლის დირექტორმა ქეთევან პარუნაშვილმა განაცხადა, მის სკოლაში მთავარი პრობლემა ელექტროგაყვანილობაა: „ყოველდღე თამაშობს დენი, ლაბორატორიაში ყველა კომპიუტერი გადაგვეწვა, იწვება ნათურებიც. შესაცვლელია სკოლის სახურავის ნაწილი, წყალი ჩამოდის. ასევე მოსაწესრიგებელია სკოლის ფანჯრები, რადგან ჩარჩოები კარგად არ არის ჩამჯდარი. გარდა ამისა, საპირფარეშოები გარეთ გვაქვს, თუმცა შენობაში არის საკმარისი ფართი იმისთვის რომ სველი წერტილები შიგნით გაკეთდეს“.

სახურავია დაზიანებული მინაძისა და სვირის სკოლებშიც.

„2008 წლიდან ამ სახურავის პრობლემა გვაქვს. წყალი ჟოლობებიდან ჭერში შემოდის“, – ამბობს სვირის სკოლის დირექტორი გიული ყიფიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლების უმრავლესობას საპირფარეშო გარეთ აქვს. დირექტორების ნაწილი აცხადებს, რომ სკოლებში ტუალეტების მოსაწყობად საკმარისი ფართი აქვთ, ნაწილი კი საპირფარეშოს სკოლაზე მოშენებას გეგმავს. მათი თქმით, რადგან სოფლებში საკანალიზაციო ქსელი არაა, საპირფარეშოების დაერთება ორმოებზე შეიძლება.

დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა სკოლების გაზიფიცირების საკითხიც. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 39 სკოლიდან 24 შეშის ღუმელით თბება. დირექტორები ამბობენ, რომ სასწავლებლებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა აუცილებელია, თუნდაც ის შეშაზე მუშაობდეს.

„ცენტრალური გათბობის გაკეთება ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა სკოლას ასევე არ აქვს სააქტო დარბაზი, პატარა სცენა დერეფანში გვაქვს მოწყობილი, ასევე, არაა სპორტული მოედანი. ამ პროექტებისათვის სკოლას 30 000 ლარის გამოყოფა შეუძლია“, – ამბობს ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ტყემალაძე.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გაირკვა მინიმალური თანხა, რისი გამოყოფაც სკოლებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად შეუძლიათ 3 000 ლარია. თუმცა, ასევე სკოლების უმრავლესობაში არსებული პრობლემების მოგვარებას ეს თანხა არ წვდება, რადგან სასწავლებლების უმრავლესობას შესაცვლელი აქვს სახურავი, ჭერი, შიდა კიბე, მოსაწყობი აქვს სპორტული დარბაზი, ან მოედანი და ეზო. ავარიულია, მაგალითად, ვალეს მესამე საჯარო სკოლა.

„თქვენი შენობა მეწყერულ ადგილზეა და გრუნტის წყლები გამოდის. ღირს კი ამ სკოლის რეაბილიტაცია? იქნებ ყოფილი პროფსასწავლებლის შენობა გავარემონტოთ, ის არც ისე შორსაა და იქ გადავიტანოთ სკოლა?!“ – ჰკითხა მესამე საჯარო სკოლის დირექტორს მერმა – „მოიფიქრეთ პასუხი ამაზე და შეგვატყობინეთ“.

რა პრობლემების შესახებ ისაუბრეს ქალაქის სკოლების დირექტორებმა უცნობია, მაშინ როცა ახალციხის პირველი სკოლის დირექტორს ჟუჟუნა გოგოლაურს საუბარი უნდა დაეწყო, "სამხრეთის კარიბჭეს" მერმა ზაზა მელიქიძემ შეხვედრის დატოვება სთხოვა.

სკოლებში არსებული პობლემები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოგვარდება.

„გარკვეული თანხა არის სკოლებში, გარკვეულ სახსრებს გაიღებს მუნიციპალიტეტი. ასევე, თანხა არის გამოყოფილი ცენტრალური ბიუჯეტიდანაც და ის სკოლებს პრიორიტეტების შესაბამისად მოხმარდება“, – ამბობს მელიქიძე.

მისივე თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ამ ეტაპზე ახალციხეში 760 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები
ახალციხეში 39  სკოლიდან 24  შეშის ღუმელით თბება
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია
სპორტის გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლების უმრავლესობას დარბაზი არ აქვს
'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს
2020 წელს ახალციხის სკოლებისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება