FM97.5 / LIVE

სპორტის გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლების უმრავლესობას დარბაზი არ აქვს

მთავარისიახლე, განათლება 03.09.2018
ახალციხის 38 სკოლიდან სპორტული დარბაზი მხოლოდ 17–ს აქვს და აქედან 15–მდე სარემონტოა. ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტიდან კი სკოლებმა რეკომენდაციები მიიღეს, რომლის თანახმადაც სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს.

სპორტის გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლების უმრავლესობას დარბაზი არ აქვს
ჭაჭარაქის სკოლა


ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქის სკოლის მოსწავლე, 10 წლის გევო მინასიანი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით ელოდება და ამბობს, რომ განსაკუთრებით სპორტის გაკვეთილები უყვარს, მაგრამ თუ გარეთ ცივა ამ დროს საკლასო ოთახში ჭადრაკის თამაშში ატარებს. სკოლაში სპორტული დარბაზი არაა და ამიტომ სხვა გზა არ აქვს.

მიმდინარე წლიდან კი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ სკოლებისთვის მიცემული რეკომენდაციების მიხედვით: „დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩანაცვლება ჭადრაკით ვერ მოხერხდება; ჭადრაკის ელექტრონული პროგრამა მეორე და მესამე კლასებში არჩევით საგნად შევა და მისით ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩანაცვლება დასაშვები აღარ იქნება“.

ამავე რეკომენდაციის მიხედვით, პირველ რიგში ფიზიკური აღზრდის საათებით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები უნდა დაიტვირთონ, სპორტის გაკვეთლები კი სხვა დისციპლინების მსგავსად სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს: „რადგან ზოგად ფიზიკურ განვითარებას და საბაზისო მოძრაობითი უნარ–ჩვევების შეძენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების განვითარებისთვის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 სკოლას შორის ჭაჭარაქი არაა ერთადერთი, სადაც სპორტის გაკვეთილები სრულფასოვნად ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში ტარდება.

„არასდროს გვქონია არც სპორტდარბაზი და არც მოედანი. სკოლაში 109 მოსწავლე გვყავს და სპორტის გაკვეთილები ყოველთვის საკლასო ოთახებში ტარდება“, – ამბობს სოფელ ზიკილიის სკოლის დირექტორი თამარ ქიმერიძე.

ანალოგიურია ვითარება მინაძის საჯარო სკოლაში, სადაც 21 მოსაწვლე სწავლობს. თუმცა, ზიკილიის სკოლისგან განსხვავებით, იმის გამო, რომ სასწავლებელი მცირე კონტიგენტიანია, მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები საკლასო ოთახების ნაცვლად სკოლის ფოიეში უტარდებათ.

„როცა კარგი ამინდია ბავშვები გარეთაც გაგვყავს. იქ გრუნტზე გვაქვს სიგრძეზე სახტომი, გაკეთებული გვაქვს შესაბამისი ორმო და ბოძებიც, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს“, – აცხადებს სოფელ მინაძის სკოლის დირექტორი დონარა ზედგინიძე.

ახალციხეში სპორტული მოედნებისა და დარბაზების გარეშე, მხოლოდ სოფლის სკოლები არაა. სივრცე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩასატარებლად არც ქალაქის ყველა სკოლაშია.

"არც შიდა დარბაზი გვაქვს და არც გარე მოედანი, ამიტომ სააქტო დარბაზს ვიყენებთ სპორტის გაკვეთილებისთვის. ეზოში ძალიან პატარა მოედანია და ის მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ჰყოფნით, უფროსკლასებთან კი პრობლემა გვექმნება. ალტერნატიული ფართი ჩვენთან ახლოს მდებარე პირველ სკოლაშია და ხანდახან იმით ვსარგებლობთ“, – ამბობს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

მეექვსე სკოლის მსგავსად ხანდახან ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩასატარებლად საცეკვაო დარბაზს იყენებს ახალციხის კერძო სკოლა „მზექაც“. მისი დირექტორის ბელა კაპანაძის თქმით, შესაბამისი სივრცის არ არსებობის გამო რამდენიმე კლასში სპორტის გაკვეთილებს ჭადრაკით ანაცვლებენ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან 17–ს აქვს სპორტული დარბაზი, განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ მათ შორის 15–მდე სკოლის დარბაზი რეაბილიტაციას საჭიროებს.

„არცერთ სკოლას არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებაში სპრტული დარბაზი გააკეთოს, ან არსებული გაარემონტოს. მაგალთად, ახალციხეში N4 საჯარო სკოლას იმის სახსრებიც კი არ აქვს, რომ სკოლის ბალანსზე არსებული სპორტული მოედნის დაზიანებული ხელოვნური საფარი შეცვალოს“, – ვკითხულობთ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღბულ წერილში.

რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, მუნიციპალიტეტში ის სულ 21 სკოლას აქვს და მათ შორის მხოლოდ 10–ია ისეთი, სადაც ერთდროულად დარბაზიც და მოედანიც აქვთ.

კონკრეტული ვადა სკოლებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად გაწერილი არაა. განათლების სამინისტროში კი შეკითხვებზე რა რაოდენობის თანხა შეიძლება გაიწეროს მუნიციპალიტეტის სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და რამდენ სკოლაში შეიძლება გაკეთდეს სპორტული დარბაზები, ან მოედნები გვპასუხობენ: რომ უწყება 2018 წლის სამოქმედო გაგემის მიხედვით მოქმედეს. რას გულისხმობს აღნიშნული სამოქმედო გეგმა და რამდენი, ან რომელი სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, არ აკონკრეტებენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი სამინისტროს ინფორმაციით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გაარემონტა ახალციხის N1 სკოლის შიდა სპორტული დარბაზი, ამ მომენტისთვის კი სკოლის ეზოსთან ერთად ეწყობა ახალი სპორტული მოედანი. მუნიციპალიტეტში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ვალის N1 და N4 საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებს“.

სკოლებს სპორტის გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებისთვის ახლოს მდებარე სპორტული მოედნების გამოყენებაც შეუძლიათ. ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სულ 19 სპორტული მოედანია, მიმდინარე წელს კი კიდევ სამი სპროტული მოედანი გაკეთედება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არასათანადო ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ისეთი დაავადებების მიზეზად დაასახელა როგორიცაა ინსულტი, დიაბეტი და სიმსივნე. როგორც ექიმები განმარტავენ, საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა მოზარდებში ხერხემლის დაავადებებია.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება იწყება
საფეხური: სკოლები სპორტული დარბაზების გარეშე [Audio]
საფეხური: სპორტის მასწავლებლები გამოწვევების წინაშე [Audio]
დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება
ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა
ახალციხის მერია სარდაფებში სპორტულ დარბაზებს გააკეთებს