FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

მთავარისიახლე, განათლება 17.02.2019
"ევერესტის" ახალციხელი მონაწილეები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მათემატიკურ ოლიმპიადის მე-19 სეზონზე ახალციხიდან მონაწილეობა 80–მა მოსწავლმე მიიღო.

ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

მონაწილეების დაჯილდოების ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა. მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადის ჯილდო 80–მა მოსწავლემ მოიპოვა. მათგან 15 კონკურსის „ოქროს ტურის“ მონაწილე იყო.

როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 16 000 მოსწავლე დარეგისტრირდა.

გამარჯვებულები სამი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. თითოეულ კლასში, საუკეთესო შედეგის მქონე ათ მონაწილეს გადაეცემა დიპლომები/სიგელები, ფასიანი საჩუქრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და ასევე პარტნიორი კომპანიებისგან დაწესებული საჩუქრები.

ოლიმპიადა "ევერესტის" ორგანიზებით ასევე ჩატარდა კონკურსი "ოქროს ტური", რომელიც განსხვავებულია წესებით, ფორმატითა და ამოცანებით. აქ თითოეულ კლასში პირველი ადგილის მფლობელი თავისივე არჩეულ პრიზს იღებს.

ოლიმპიადა "ევერესტი" პედაგოგმა და მათემატიკოსმა, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის ფინალისტმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა. ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.

ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“  ჩატარდება
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
ახალციხეში  მაგიდის ჩოგბურთში 'სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018' გაიმართა
„სამხრეთის კარიბჭის“  დირექტორი „ოქროს ფრთით“ დააჯილდოეს
მინი ფეხბურთში, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ახალციხის გუნდი გახდა
მათემატიკის ოლიმპიადაში რეგიონში პირველ ადგილზე უდის სკოლა გავიდა