FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

მთავარისიახლე, განათლება 14.02.2019
დღეს, 14 თებერვალს, ბორჯომში, პარლამენტის განათლების, მეცნირებისა და კულტურის კომიტეტმა, განათლების მინისტრთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმასა და საკანონმდებლო კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.

განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

განათლების, მეცნირებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის მარიამ ჯაშის განმარტებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფარგლებში ეს რიგით მესამე გასვლითი სხდომაა.

„2019 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით პრიორიტეტულ საკითხებს. ჩვენ ვისაუბრეთ მანდატურის სამსახურის მიმდინარე რეფორმაზე, რომლიც შარშან მიღებული კანონის შესაბამისად ხორციელდება, ასევე მასწავლებლის სქემაში დადგეგმილ ცვლილებებზე, საატესტსტო და ეროვნული გამოცდების თვალსაზრისით დაგეგმილ სიახლეებზე და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც უდევს საფუძვლად სამინისტროს ახალ ხედვას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, რეფორმები არის ფუნდამენტური: „ბუნებრივია ის იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ნებისმიერი ცვლილება მიმართული იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა ინტერესების, მათთვის შინაარსობრივი და შემოქმედებითი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფაზე, ასევე პედაგოგებისთვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმოამდგენლების მოტივაციის ხელშეწყობაზე“.

შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მანდატურის სამსახურის,შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის 2019 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში.

„ჩართულია ჩვენი სამინისტროს ყველა ხელმძღვანელი და თანამშრომელი, ვიხილავთ ყველა დეტალს, მიმდინარეობს მშვიდი დიუსკუსია აზრების გაცვლა–გამოცვლა. გეგმა, რომელიც უნდა მივიღოთ, უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა მხარესთან შეთანხმებული, უნდა გავითვალისიწინოთ ყველა მოსაზრება და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ სტრატეგია“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტი გაზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად: „გვექნება ხედვა რა უნდა განხორციელდეს გრძელვადიან პერიოდში“.

მარიამ ჯაშის განმარტებით, სკოლის უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი სიახლის დანერგვა იგეგმება: „ახალი კანონის შესაბამისად, ძლიერდება როგორც ვიდეო მონიტორინგის, ასევე მანდატურის თანამშრომლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები. სამეგრელოსა და სამცხე–ჯავახეთში გაკეთდება მანდატურის ცენტრები, სადაც ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი იქნება განსაკუთრებით გაძლიერებული. 200 სკოლაში მანდატურის სამსახური გაფართოვდება, მცირეკონტიგენტიანებში კი სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ადმინისტრაციის თითო–თითო წარმომადგენელი აიღებს“.

მან ასევე ისაუბრა საატესტატო გამოცების მოხსნასა და შემდეგ ნაბიჯებზე: „რჩება სკოლის დონეზე შეფასების სისტემები, რომლებიც წლის განმავლობაში მიღებული აკადემიური შეფასების ჯამური მაჩვენებელი იქნება. ჩვენ შევქმნით სივრცეს, რომ არსებული დრო და რესურსი მიემართოს შემოქმედებით პროცესზე, არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისთვისაც“.

გარდა აღნიშნულისა ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით შემცირდება მასწავლებლის დატვირთვა: „შედარებით არაარსებითი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პროცესებისგან გათავისუფლდებიან. მათ მიეცემათ საშუალება, რომ დრო დაუთმონ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ პედაგოგთა ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მოტივაციის გაზრდაზე“, – განაცხადა ჯაშმა.

განათლების უწყება მზად არის სკოლამდელი და ადრეული განათლების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ფუნქციაც შეითავსოს.

განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

სიახლეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით


პირველი ეტაპი: 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისი

დამტკიცდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“:

► შეიცვლება კრედიტქულების დაგროვების არსებული სისტემა, დამტკიცდება გარდამავალი ეტაპი.
► გაუქმდება სავალდებულო თვითშეფასება.
► შემცირდება ცენტრალურ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტების რაოდენობა.
► წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად დამუშავდება სერტიფიცირების მოდელი.
► პროფესიაში კადრების შესვლა შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი/დაჩქარებული გზით.
► შეიცვლება უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ჩამოქვეითების რეგულაცია.
► პროფესიული განვითარების დაგეგმვა მოხდება სკოლის ბაზაზე შეთანხმებით.
► 2019 წლის გაზაფხულიდან პედაგოგთა პროფესიული განვითარების სისტემაში ჩაერთვება კერძო სექტორი.

მეორე ეტაპი: 2021-2022 სასწავლო წლიდან

► დამტკიცდება სკოლების შიდა ხარისხის მართვის მოდელები და ინსტრუმენტები
► სკოლა, მზაობის შემთხვევაში, შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას
► შეიცვლება სკოლების დაფინანსების წესი და მოერგება სკოლის განვითარების საჭიროებას

სკოლამდელი განათლება, რეფორმის ეტაპები, 2019-2020


► შემუშავდება და დაინერგება „ბაღი-დაწყებითი სკოლა“ კონცეფცია.
► შეიქმენა ახალი სასწავლო რესურსები სწავლების მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად.
► გაძლიერდება განათლების სტანდარტის დანერგვის მონიტორინგი.
► შეიცვლება აღმზრდელ-პედაგოგთა და ბაღის დირექტორების სერტიფიცირების წესი, მოწესრიგდება სახელფასო პოლიტიკა და ხელი შეეწყობა.
მათ პროფესიულ განვითარებას.
► გაძლიერდება უწყებათაშორისი თანამშრომლობა.
► მუნიციპალურ დონეზე გადამზადდებიან მეთოდისტები, რომლებიც იმუშავებენ რესურსცენტრის ბაზაზე, გადამზადდება 600-მდე მეთოდისტი
► სასკოლო ასაკის (5-6 წელი) აღსაზრდელთა დაფარვის მაჩვენებელი გაიზრდება სულ მცირე 10%-ით.
► შეიქმნება/ადაპტირდება ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებზე დაფუძნებული რესურსები და პროგრამები, ელექტრონული რესურსი (განმავითერებელი თამაშები, ანიმაციები, სიმულაციები და სხვა).
► მონიტორინგი ჩაუტარდება თბილისისა და რეგიონების 200-მდე სკოლამდელ დაწესებულებას და მიეწოდება რეკომენდაციები განათლების სტანდარტის დანერგვის მიმართულებით.
► ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის დაინერგება ქართულის, როგორც
►შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირებისა და სახელფასო პოლიტიკა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში
სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება
განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო
ახალციხეში მასწავლებელთა შეფასების სქემა განიხილეს
წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო