FM97.5 / LIVE

მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში

მთავარისიახლე, განათლება 06.02.2019
განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.

მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, 2021-2023 წლებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

უწყების ცნობით, ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ახალი მოდელი სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობს. „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა და ეტაპობრივად 2024 წლისთვის ყველა სკოლაში დაინერგება. „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში კომპიუტერული კლასები განახლდება, აღიჭურვება ინტერნეტითა და უსადენო ინტერნეტით (WiFi).

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის – el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება ე.წ. სთრიმინგ გაკვეთილები. სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციებს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. როგორც განათლების სამინისტროს განმარტავს, შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

ასევე, 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი, უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

2019 წელს თბილისსა და რეგიონებში ცხრა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განახლდება რვა სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

რეფორმა სკოლის უსაფრთხობასაც ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა.

უწყების ცნობით, 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. რვა არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის რვა რეგიონული ცენტრი.

რეფორმის ფარგლებში ცვლილებები პროფესიული განათლების სფეროშიც იგეგმება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

უმაღლესი განათლების კუთხით კი, რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობა.

რაც შეეხება მეცნიერების მიმართულებას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანდება. შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს და გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მართავს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
საფეხური: ახალი სკოლის მოდელი [აუდიო]

პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება
აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მასწავლებლებსა და დირექტორებს გადაამზადებს
‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება