FM97.5 / LIVE

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება

მთავარისიახლე, განათლება 25.01.2019
განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის დანერგვის შესახებ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ამავე პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება

მისი თქმით, სკოლებში თვისობრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახურის, უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეების ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვას, რისთვისაც, გაძლიერდება მანდატურის სამსახურში არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები.

ამასთან, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეულ სკოლაში შეიქმნება მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ექნება საკონსულტაციო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, შეიქმნა კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომელიც გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. განათლების სამინისტროს შეფასებით, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.

ასევე, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
სკოლებში  ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება
მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი შემუშავდება – ცვლილებები განათლების სისტემაში
რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლებში - აუდიტის ანგარიში
ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ