FM97.5 / LIVE

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

მთავარისაზოგადოება 05.06.2012
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი კავშირი ”ეკოდახა” დღეს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ჩაბმას გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ გარემოსდაცვითი კავშირ ”ეკოდახას” წარმომადგენლები ახალციხის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ეკო-კლუბის წევრებს შეხვდნენ და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ესაუბრნენ.

საუბარი შეეხო დაცული ტერიტორიების განახლებულ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებასაც.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია რა სახის ტურების ორგანიზებაა შესაძლებელი და რა აკრძალვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას.

”2012 წელი გარემოსდაცვითი განათლების წელია. ”ეკოდახა” აგრძელებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს და დღევანდელი შეხვედრის მიზანს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეებს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ და პოპულარიზაცია გავუწიეთ დაცულ ტერიტორიებს”, - ამბობს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ”ეკოდახას” წარმომადგენელი ხათუნა ხმალაძე.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გზამკვლევები დაურიგდათ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში დასუფთავების აქციით აღნიშნეს
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ
საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა
გახარია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება