FM97.5 / LIVE

საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2019
დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებისთვის და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს.

საქართველო ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის დახმარებას მიიღებს
ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.

„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის, რაც უზრუნველყოფს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი  „Welcome To Georgia“– ს  დაჯილდოებაზეა ნომინირებული
საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის გრანტი გამოიყო
1 მლნ ევრო საქართველოს ეროვნულ პარკებს
პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვითი ომბუდსმენი წარადგინა
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
662.500 ევრო ბორჯომ-ხარაგაულის, ფშავ-ხევსურეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისთვის