FM97.5 / LIVE

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ

მთავარისაზოგადოება 23.09.2015
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს.

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ახალქალაქის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს.

დღესვე, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაიმართა.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.

პროექტი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
სააგენტო: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
1 მლნ ევრო საქართველოს ეროვნულ პარკებს
მოხალისეთა პროგრამა ბორჯომის დაცულ ტერიტორიაზე
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის  გრანტი გადაეცა