FM97.5 / LIVE

TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.01.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს, რომ დეკლარაციის მიხედვით,სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ამავე დროს, სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს კანონდაღვევას. არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს, აღნიშნული ფაქტის შესწავლას და რეაგირებას სთხოვს.

TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა დეკლარაცია 2018 წლის ორ დეკემბერს შეავსო.

„ბერძენიშვილს აღნიშნული აქვს, რომ სააქციო საზოგადოება „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს კანონდაღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი არ შეიძლება საჯარო სამსახურს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელობას უთავსებდეს. შალვა ბერძენიშვილს მითითებული აქვს, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოება არ ფუნქციონირებს, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტი არსებობას მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ წყვეტს. შესაძლებელია, კომპანია აღარ ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირს ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს დირექტორის თანამდებობიდან“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე ორგანიზაციის განცხადებით, შალვა ბერძენიშვილი კიდევ ერთი კომპანიის - შპს „არომა ტის” დირექტორი და 10%- იანი წილის მფლობელია, შპს “ამირში” კი 12%-იანი წილი ეკუთვნის.

„რომ შალვა ბერძენიშვილმა აღნიშნულ კომპანიებში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა, საკუთარი წილებიც სამართავად სხვა პირს მინდობით უნდა გადასცეს. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 1 და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2018 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგად, საჯარო სამსახურის ბიურომ სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული რვა თანამდებობის პირი დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა ბერძენიშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილად 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ კერძო კომპანიაში დირექტორის პოზიცია დატოვა
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
ნეპოტიზმი სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში – TI-ს კვლევა
დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაჯარიმდნენ