FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.01.2019
ბაკურიანში, საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი - სლალომის სახეობაში გაიმართა.

ბაკურიანში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართა

დღეს, 19 იანვარს სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა.

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებეს:

ბავშვები I - დაბადების წელი 2005-2006;
ბავშვები II - დაბადების წელი 2003-2004;
მოზრდილები - დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბებარში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ასევე, შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სვანეთის, გუდაურის, აჭარის, ბაკურიანის გუნდებმა, წმინდა გიორგის სახელობის სკოლის მოსწავლეები და ბაკურიანის სპორტ-სკოლების წევრები.

მთლიანობაში მონაწილეობა71–მა სპორტსმენმა მიიღო.

2005-2006 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ანი ჩიტაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე ნატა მეხეშიძე და ნატა ჩოგაძე გავიდნენ. ვაჟთა შორის კი ოთარ წულეისკირმა მოიგო, მეორე ადგილზე გიორგი გულედანი გავიდა, მესამე ადგილი კი ლუკა ბურდულმა დაიკავა.

2003-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის შეჯიბრება მოიგო ელენე ჩივაძემ, მეორე და მესამე ადგილები მარიამ ნავერიანმა და მარი ჩოგაძემ დაიკავეს. ვაჟთა შორის კი საუკეთესო სამეული ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი - ლუკა ბუჩუკური, მეორე ადგილი - ირაკლი არღვლიანი და მესამე ადგილი - ნიკოლოზ გაგაძე.

2002 წელს ზემოთ დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული კატო გოცირიძე გახდა, მეორე ადგილი თამარ ბარბარიანმა დაიკავა, მესამე ადგილს კი მაგატა ჯაფარიძე დასჯერდა. ვაჟთა შორის შეჯიბრება ლაშა კურტანიძემ მოიგო, მეორე და მესამე ადგილები ნოდარ კოზანაშვილმა და გიორგი აბრამაშვილმა დაიკავეს.

ეტაპებზე მიღებული ქულების ჯამი ახალგაზრდა მოთხილამურეებს, სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.

ხვალ, 20 იანვარს დიდველის ფერდობზე მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ-სლალომში შეეჯიბრებიან.
ხვალ ასევე "თოვლის მსოფლიო დღეს" აღნიშნავს მსოფლიოს თითქმის ყველა სამთო-კურორტი. მათ შორის ეს დღე საქართველოს სამთო კურორტებზეც აღინიშნება.

სპორტსმენები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარბენში რეგიონის პირველობა ახალციხის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა მოიპოვეს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილი დასრულდა
ძიუდოს ჩემპიონატში ასპინძელმა გოგონებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
ახალციხის ციხეზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა
ასპინძაში ქალთა შორის ნარდის ტურნირში გამარჯვებული 84 წლის ევა მაისურაძე გახდა
მძლეოსნობაში რეგიონის პირველობა ასპინძის და ბორჯომის სკოლების გუნდებმა მოიპოვეს
ახალციხელებმა შიტორიო კარატე დოს ჩემპიონატზე 17 მედალი მიიღეს