FM97.5 / LIVE

ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.01.2019
ახალციხის შპს "კეთილმოწყობის" სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სამსახურში ოთხი ახალი თანამშრომელი აიყვანეს, კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი კი მოქმედმა თანამშრომელმა შეითავსა.

ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს

შპს "კეთილმოწყობის" სამსახურში 2018 წლის 31 დეკემბერს გათავისუფლებული ექვსი მეეზოვის ადგილზე ახალი თანამშრომლები დაინიშნენ. სამსახურში ამბობენ, რომ რამდენიმე ადგილი კიდევ ვაკანტურად დარჩა.

"ავიყვანეთ ოთხი ახალი მეეზოვე. ერთი ადგილი კი ერთ–ერთი წასული მეეზოვის დედამ შეითავსა, რადგან ეს მისი შვილის სამუშაო იყო", – ამბობს "კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსი სპეციალისტი ირაკლი კურტანიძე.

მისივე თქმით, სამსახურმა შესაძლოა იმაზე მეტი მეეზოვე აიყვანოს, ვიდრე გაათავისუფლეს – "შესაძლოა კიდევ დავამატოთ ხალხი, საქმე როგორც მოითხოვს იმის მიხედვით".

"კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსის კობა კურტანიძის განმარტებით, მსურველები განცხადების საფუძველზე შეირჩევიან: "მეეზოვეობაზე კონკურსი გამოცხადებული არაა. ზოგადად რთული სამუშაოა, ამიტომ მსურველები, ვინც იყვნენ თითქმის ყველანი მუშაობს ჩვენთან. დღესაც შეუძლია ვინმეს რომ მოვიდეს და დაწეროს განცხადება".

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წვიმაში აღარ დასველდებიან
შპს 'კეთილმოწყობის' სამსახურს ესაჭიროება თანამშრომლები მეეზოვის პოზიციაზე ®
სამსახურიდან გათავისუფლებული მეეზოვე სასამართლოში ჩივილს აპირებს
სასამართლოში მეეზოვის სარჩელის განხილვა დაიწყო
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ