FM97.5 / LIVE

შობა პატარა პამაჯში [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.01.2019
პატარა პამაჯში ვართიშახ საჰაკიანმა შობის სადღესასწაულო სუფრისთვის სხვადასხვა სადილის მზადება დილიდან დაიწყო. სუფრაზე აუცილებად უნდა იყოს ქიშმიშიანი ბრინჯი, ტოლმა და ქადა: „ჩვენი ოჯახის ტრადიციაა, რომ სუფრაზე კურდღლის ხორციც გვქონდეს. ძველად ლობიოსაც ხარშავდნენ, მაგრამ ახლა აღარ კეთდება“.

შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]

ექვს იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. ორმოცდაათდღიან მარხვას მრევლი ხუთ იანვარს, მზის ჩასვლის შემდეგ, წყვეტს. ამიტომ შობამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სახლში ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, დღის ბოლოს კი სუფრს შლიან.

ქიშმიშიანი ბრინჯი, ტოლმა და ქადა, მოხარშული თევზი, ნადუღი და ინდაური – ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ეთნიკური სომხების საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს.

„წინაპრებიდან მოდის, რომ შობას აუცილებლად უნდა მოვამზადთ სამარხვო ტოლმაც. უკვე შემოვდგი ქურაზე ინდაური და კურდღელიც მოსახარშად“, – ამბობს ვართიშახ საჰაკიანი.



საჰაკიანების შვილები და შვილიშვილები სომხეთსა და რუსეთში ცხოვრობენ, თუმცა შობა ეს ის დღეა, როცა ყველა პატარა პამაჯში იკრიბება: „ამ დღესასწაულზე ოჯახის ერთად შეკრება მნიშვნელოვანია".

ოჯახის უფროსი აკოფ საჰაკიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალციხისა და ბორჯომის მიტროპოლიტია. ამიტომ სადღესასწაულოდ გაშლილ სუფრასთან მხოლოდ მის მიერ წარმოთმული ლოცვის შემდეგ სხდებიან.

„შობას ღვინო აუცილებლად დევს მაგიდაზე, რადგან ღმერთმა თქვა, რომ მიირთვით ღვინო და იქნებით უკვდავნი, ამიტომ ვილოცებით ღვინით. მეხუთე საუკუნემდე ქართველების და სომხების ტრადიციები ერთნაირი იყო, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ეს შეიცვალა, სომხური ეკლესია დარჩა იმ ტრადიციებით, რაც მეხუთე საუკუნემდე იყო“, – ამბობს მიტროპოლიტი აკოფ საჰაკიანი და ამატებს – „ქართველების და სომხების მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჩვენი კერძებიც და ტრადიციებიც თითქოს ერთმანეთს დაესმგავსა. შეიძლება ოჯახში ორი ძმა ცხოვრობდეს და შობას სხვადასხვანაირად აღნიშნავდეს“.



დილიდან სადღესასწაულო სუფრისთვის სადილს ამზადებს საჰაკიანების მეზობლად მცხოვრები 82 წლის სენია საჰაკიანიც. მისი შვილები და შვილიშვილებიც სომხეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ. დღესასწაულისთვის საქართველოში მშობლებთან ჩამოსვლა მხოლოდ ერთმა შეძლო. ამიტომ შობას მეუღლესთან და მონატრებულ შვილთან ერთად ხვდება: „მე და ჩემი 91 წლის მეუღლე ახალ წელს სომხეთში, ჩვენ შვილთან შევხვდით. შობას მინდოდა, რომ ყველა ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ შეძლეს ჩამოსვლა. ამ დღის აღნიშვნა როცა ყველა ერთად ვართ განსაკუთრებით სასიხარულია, მაგრამ 2006 წლის შემდეგ ერთად აღარ შევკრებილვართ“.

შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]
სენია და ონიკ საჰაკიანები


შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]

ექვს იანვარს ეთნიკური სომხები შობის დღესასწაულთან ერთად წყალკურთხევასაც აღნიშანვენ. ამიტომ დილით სოფელში, სუბ გევორქის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე, ყველა ჭურჭლით ხელში მიდის. წირვის შემდეგ კი სახლში ნაკურთხი წყალი მიაქვთ და სახლის კუთხეებში აპკურებენ. ამბობენ, რომ „ასე მთელი წლის განმავლობაში ბოროტი ძლებისგან დაცულები იქნებიან და სახლში სიხარული დაისადგურებს“.



შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]

შობა პატარა პამაჯში  [Photo/Video]

[მარიმ ბარძიმაძე, ნანა ინასარძე – ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს [Photo]
მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს [ფოტო]
მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]
სახალხო დამცველი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობას ულოცავს
სომხებმა შობა და ნათლისღება აღნიშნეს