FM97.5 / LIVE

სომხებმა შობა და ნათლისღება აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.01.2020
დღეს, ექვს იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში წყალკურთხევის რიტუალი ჩატარდა.

სომხებმა შობა და ნათლისღება აღნიშნეს

მარხვა და საშობაო ლიტურგია

შობისწინა კვირა — 30 დეკემბრიდან 5 იანვრის საღამომდე — სომხეთში მარხვის კვირად მიიჩნევა. ძველი წელთაღრიცხვის მიხედვით, სომხები ახალ წელს 1 ნავასარდს, ანუ 11 აგვისტოს აღნიშნავდნენ. ახალი წელთაღრიცხვის დამკვიდრების შემდეგ ახალი წელი 31 დეკემბერს აღინიშნებოდა. მარხვა 5 იანვარს, საღამოს, ეკლესიებში საშობაო ლიტურგიის აღვლენის შემდეგ მთავრდება. ადამიანები ერთმანეთს ესალმებიან სიტყვებით: „ქრისტე იშვა და გამოგვეცხადა! ნეტარ არს ქრისტეს გამოცხადება!“

წყალკურთხევა

6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ, წყალკურთხევის რიტუალი ტარდება ბიბლიით, ჯვრითა და მირონით. ამის შემდეგ წყალს დამსწრეებს ურიგებენ. მომდევნო დღეს სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს და პანაშვიდს იხდის მათი სულების სიმშვიდისათვის.

შობის დღესასწაულისთვის აკურთხებენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებსაც.

7 იანვარს მერელოცი, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება. საღვთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში მიცვალებულთა სულების განსვენებისთვის ლოცულობენ და საფლავებზე გადიან.

შობის დღესასწაული სომხეთში 13 იანვრამდე გრძელდება.

სომხებმა შობა და ნათლისღება აღნიშნეს

სომხებმა შობა და ნათლისღება აღნიშნეს

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობას აღნიშნავს [photo]
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]
მართლმადიდებელი მრევლისათვის შობის მარხვა დაიწყო
შობის მარხვა სამი დღით თევზით გახსნილია
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
პრეზიდენტის  საშობაო მილოცვა
შობის ღამისთევა ახალციხეში [Video]