FM97.5 / LIVE

პრემიერი: განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც გვჭირდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა სჭირდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, განსაკუთრებით იმ მხარეებში, სადაც ტურიზმი ჯერჯერობით ნაკლებად აქტუალური და ნაკლებად პრიოროტეტულია.

პრემიერი: განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც გვჭირდება

ამის შესახებ პრემიერმა საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ხელს შეუწყობს ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. ბახტაძე ამბობს, რომ ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ეკონომიკის მომიჯნავე დარგების განვითარებასაც.

"მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურ, ანუ ისეთ ზრდას, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს, ტურიზმი კი ეკონომიკის ის სფეროა, რომელიც ყველაზე უფრო უწყობს ხელს ინკლუზიურ ზრდას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში, რომლის განვითარების გარეშე შეუძლებელია სიღარიბის დაძლევა", – ამცხადებს ბახტაძე.

მისი თქმით, 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 7,6%-ია, რაც თითქმის 20%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე: "მთავრობა მუშაობს ტურიზმის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებაზე და აქვს მომდევნო წლებში სექტორის განვითარების სამოქმედო გეგმა".

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სტუმრობდა 8 679 544 საერთაშორისო ვიზიტორი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 3 მილიარდ აშშ დოლარს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის მთავრობა ახალ პროგრამას აანონსებს
მზადდება ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა – ეკონომიკის მინისტრი
ბორჯომი სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმს  მასპინძლობს
მთავრობა რეგიონებში პროექტების სუბსიდირებას აპირებს
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა