FM97.5 / LIVE

არტ კაფის ‘მდგმურები’ - როგორ ცხოვრობს ახალციხის მკითხველთა კლუბი

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.12.2018
„განსხვავებული ინტერესების მქონე ახალგაზრდებისთვის ამ ქალაქში ცხოვრება პრობლემურია“ –ასე აღწერს ახალციხეში ცხოვრებას 24 წლის ირაკლი ბახტურიძე, რომელმაც პრობლემის მოგვარება მეგობრებთან ერთად მკითხველთა კლუბის შექმნით გადაწყვიტა. იდეას ქალაქში ბევრი მომხრე გამოუჩნდა და მალე ლიტერატურული საუბრების მიზნით შეკრებებიც დაიწყო.

არტ კაფის ‘მდგმურები’ - როგორ ცხოვრობს ახალციხის მკითხველთა კლუბი

საქმეში „მესხეთის თეატრის“ მსახიობებიც ჩაერთნენ და პირველი ლიტერატურული შეხვედრაც თეატრის შენობის ახლად შექმნილ სივრცეში – არტ კაფეში შედგა:

„მკითხველთა კლუბის შექმნა წლებია მინდოდა, თუმცა ადრე წარუმატებელი მცდელობები მქონდა. ახლა კი ყოველ პარასკევს განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანები მოდიან, მთელი ამ პროცესით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ“.


ირაკლის უხარია, რომ მკითხველთა კლუბი ქალაქში სულ უფრო აქტუალური ხდება, მოდიან ახალი ადამიანები ახალი იდეებით. არტ კაფეც შესაფერისი ადგილი გამოდგა ლიტერატურული საუბრებისთვის:

„ცხრა წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, თუმცა აქაურობას ვერ ვერგები. ბევრი გატაცება მაქვს, თუმცა ვერ ვახორციელებ. ქალაქში თავისუფალი სივრცეები აქამდე არ იყო, თუმცა რაც არტ კაფე გამოჩნდა, მისი განსხვავებული გარემო მწყვეტს გარე სამყაროს, ვფიქრობ ის მკითხველებისთვის იდეალური თავშეყრის ადგილია“.



არტ კაფე „მესხეთის თეატრის“ მესამე სართულზე, მსახიობებმა ლიაკო გოგიძემ და ანი ხუბუტიამ რამდენიმე თვის წინ დააფუძნეს და სურთ სივრცე შემოქმედი ადამიანების მუდმივ თავშესაფრად აქციონ.

„ჩვენც გვინდოდა, რომ სადმე შევკრებილიყავით - ფილმი გვენახა, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე გვესაუბრა. რომ მოვდივარ სხვა სამყაროში ვხვდები, აქ ყოველდღიური რუტინული საქმეც კი სასიამოვნოა, ყველაფერი რაც აქ ხდება, არამარტო ახალგაზრდებისთვის, ნებისმიერი თაობისთვისაა“. – ამბობს ლიაკო გოგიძე.


„სამსახური–სახლი – ეს ის ჩაკეტილი წრეა, რომლიდანაც ქალაქის მოსახლეობა ვერ გამოდის, ვფიქრობ უნდა ვასწავლოთ მათ, რომ არსებობს სხვა რაღაცებიც, არტ კაფის იდეა სწორედ ამაშია – გაიგონ განსხვავებული აზრი და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება“. – გვიყვება ანი.



ახალციხელი ლიტერატურის მოყვარულები ყოველ პარასკევს, საღამოს საათებში იკრიბებიან. წევრებმა პირველ შეხვედრაზე, ნოემბერში, ერთმანეთს გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებით მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ამას მოჰყვა რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ და ჯემალ ქარჩხაძის „მდგმური“.

33 წლის გიორგი გვირჯიშვილს, IT სპეციალისტს, ბევრი სხვა ახალციხელის მსგავსად, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, თუმცა თავისუფალი დროის გამონახვას ლიტერატურისთვის მაინც ახერხებს:

„ჩემი ინტერესის სფერო ფილოსოფია და ფსიქოლოგიაა, აქედან გამომდინარე ლიტერატურაში ადამიანების სამყაროს ვხედავ. მკითხველთა კლუბში განსხვავებული საზოგადოებაა და სასიამოვნოა მათთან ერთად საკითხებზე მსჯელობა“.


მათ არაფორმალურ გაერთიანებაში არც ასაკობრივი და არც რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვაა. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 16 მკითხველს მხოლოდ ლიტერატურის სიყვარული აერთიანებს.

ნაირა გოგოლაძე ქალაქის ბიბლიოთეკაში მუშაობს. 25 წელია ახალციხეში ცხოვრობს. იხსენებს, რომ ლიტერატურულ შეხვედრებს მისი სტუდენტობის დროსაც აწყობდნენ, თუმცა უფრო ვიწრო წრეებში.

„როცა ვკითხულობ მინდება, რომ ვიღაცას გავუზიარო, ეს მსიამოვნებს მკითხველთა კლუბში. თავიდან რომ მოვდიოდი ვიფიქრე მარტო პატარები იქნებოდნენ და ვერ მოვერგებოდი აქაურობას, თუმცა სხვა სურათი დამხვდა. ყველაზე მეტად თინეიჯერების აზრი მაინტერესებს, ქარჩხაძის „მდგმური“ განვიხილეთ და იქ ისეთი რაღაცები თქვეს, მე რომ არც მიფიქრია“.



არტ კაფეში უჩვეულო საღამოა. სამსახურიდან თუ სასწავლებლიდან გამოთავისუფლებული, ვინტაჟურ ოთახში წრეზე შემომსხდარი მკითხველები მწერლის ონლაინ ჩართვას ელოდებიან. თუ მანამდე წიგნის განხილვას კლუბის წევრები რიგრიგობით, საკუთარი აზრის გამოთქმით იწყებდნენ, დღეს „იასამნის სეზონის“ ავტორს, ნინია სადღობელაშვილს კითხვებს პირადად უსვამენ.

„საიდან გაჩნდა რომანის დაწერის იდეა?“, „რატომ ვითარდება სიუჟეტი ასე?“, „გმირები რეალურები არიან თუ გამოგონილნი?“ – კითხვა-პასუხი 20 წუთს გაგრძელდა, „იასამნის სეზონის“ ავტორმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა – „ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“ ჩემთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი რომანია, მისი წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე მწერალი გავმხდარიყავი“ – გაუმხილა ნინია სადღობელაშვილმა არტ კაფეში შეკრებილებს.

“დედის ოთახის“ წაკითხვის ბედნიერება მკითხველთა კლუბს ჯერ კიდევ წინ აქვს, „იასამნის“ განხილვა მწერლის ჩართვის დასრულების შემდეგაც კარგა ხანს გრძელდება და შემდეგი შეკრების თარიღის დათქმით სრულდება. მცირედი დისკუსიის შემდეგ, მომდევნო საკითხავიც შერჩეულია.

არტ კაფის ‘მდგმურები’ - როგორ ცხოვრობს ახალციხის მკითხველთა კლუბი

ირაკლი ახლა პორტუგალიელი ნობელიანტის, ჟოზე სარამაგუს „სიბრმავეს“ კითხულობს. წინ საახალწლო დღეებია, თუმცა გამორჩეულად მაინც 11 იანვარს ელოდება, დღეს, როდესაც კლუბის წევრებთან ერთად უსახელო ქალაქის უსახელო გმირებზე ისაუბრებს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თაობა მაXიმუმი: მკითხველთა კლუბი [Video]
ავანგარდი: ' მკითხველთა კლუბი' ახალციხეში [Audio]
მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრის დრამატული წრე - ზღაპრული სამყაროს შემოქმედი ბავშვები
მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრში ლიეტუველი რეჟისორის  სპექტაკლის პრემიერა გაიმართება [ფოტო/ვიდეო]