FM97.5 / LIVE

დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 24.10.2019
„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®

დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები,რეკორდულად მაღალი შედეგებია საკონტეინერო გადაზიდვებში.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის" განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.

„ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზია-ევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს. გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს 'საქართველოს რკინიგზა' დააკავშირებს!®
'საქართველოს რკინიგზის' დელეგაციამ კრაკოვში გამართულ სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ®
ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება ®
ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს დიალოგის სხდომა დაიგეგმა[R]
‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ - ჩინეთში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა [R]
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ვიზიტი ბრიუსელში[R]
საქართველოს რკინიგზის შეთანხმება ®