FM97.5 / LIVE

ასპინძელი კაცი, რომელიც ღამეს თბილისის ქუჩებში ათევს, დახმარებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 18.12.2018
ასპინძის მკვიდრი, შუახნის კაცი, თბილისში თავშესაფარს ითხოვს. იგი თვეზე მეტია დედაქალაქის ქუჩებში ცხოვრობს.

ასპინძელი კაცი, რომელიც ღამეს თბილისის ქუჩებში ათევს, დახმარებას ითხოვს


შუახნის კაცი თბილისის ქუჩებში თვეზე მეტია რაც გამოჩნდა. ამბობს, რომ თავშესაფარი არ აქვს და ღია ცისქვეშაა. იგი წარმოშობით დაბა ასპინძიდანაა, აქ როგორც ადგილობრივები გვიხსნიან მას სახლი აქვს, თუმცა ავარიულია, ოჯახისწევრები კი წლების წინ გარდაეცვალა.

„ზუსტად არ ვიცით როდის წავიდა. მისი ეზო მოუვლელია და ბალახია ამოსული, არც სახლია კარგ მდგომარეობაში. ძალიან გაჭირებული ოჯახია, მისი დედა მუნიციპალიტეტმა დაკრძალა, თვითონ ავადაა, როგორც ვიცი ფსიქიკური პრობლემები აქვს“, – ამბობს მეზობელი.

შუახნის კაცს თავად საუბარი არ სურს. ასპინძის მერიაში კი აცხადებენ, რომ მის შესახებ იციან და მზად არიან იმ სოციალურ პროგრამაში ჩართონ, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება : „მუნიციპალიტეტს რაც შეუძლია გააკეთებს, უბრალოდ ეს ადამიანი წლებია წასულია. უსახლკარო ნამდვილად არაა, სახლი აქვს“, – ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

შუახნის კაცი ამბობს, რომ ის ასპინძაში ვერ იცხოვრებს, რადგან მის კუთვნილ სახლში ცხოვრება შეუძლებელია და ამიტომ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფარი აქვთ, სადაც ამ პიროვნებას ცხოვრება შეუძლია.

„განცხადება უნდა დაწეროს და ამის შემდეგ შეძლებს ისარგებლოს ამ სერვისით. იქ არის სითბო და საჭმელი, უბრალოდ მან თავის მოვლა თვითონვე უნდა შეძლოს“, – გვითხრა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცხოვრება ავარიულ სახლში
ასპინძაში, 17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავარიის შედეგად შუახნის კაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაშავდა
81 წლის მიხეილ კენჭოშვილი სოციალურ დახმარებას ითხოვს