FM97.5 / LIVE

სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 12.12.2018
სამკურნალო მცენარეების მოვლა–მოყვანა, სტილისტი, მკერავი და მზარეული – ეს ის პროფესიებია, რომლებიც ახალციხეში ეთნიკურად სომეხი გოგონებისთვის ყველაზე პოპულარულია. მათი ნაწილი სპეციალობას, სხვა პროფესიის პარალელურად ეუფლება, ნაწილისთვის კი ხელობა სამომავლოდ ბიზნესის დაწყებისა და შემოსავლის წყაროა.

სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის

18 წლის სუზანა დანელიანი ადიგენიდანაა. მან კოლეჯ „ოპიზარში“ სამკურნალო მცენარეების მოვლა–მოყვანის სპეციალობაზე სწავლა ნოემბრიდან დაიწყო. ამბობს, რომ ფარმაცევტობა სურს და ამიტომ ჯერ სამკურნალო მცენარეები უნდა შეისწავლოს. ყვავილებისა და მცენარეების სიყვარული ბებიამ ასწავლა, 10 წლის ასაკიდან მასთან ერთად მინდორში დადიოდა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს ეძებდა. ახლა უკვე კარაგად იცის, თუ როგორ დაამზადოს მათგან სახისა და თმის ნიღბები, ასევე, რომელი დაავადებისთვის რა ნაყენია საჭირო და როგორ უნდა მოამზადოს ის.
კოლეჯში 11–თვიანი სწავლების დასრულების შემდეგ სუზანა ფარმაცევტის კურსების გავლას გეგმავს და ფიქრობს, რომ რომელიმე აფთიაქში დასაქმდება.



ბავშვობიდან სტილისტობაზე ოცნებობს 19 წლის ქრისტინა კაზარიანი. როცა პატარა იყო, თმას თოჯინებს ჭრიდა, რომ წამოიზარდა, თმა პირველად დას შეჭრა. მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ სხვების სილამაზეზეც ეზრუნა და კოლეჯში სტილისტის სპეციალობაზე ჩააბარა. აქ თმის შეჭრას თუ სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთებას ჯგუფელები ერთმანეთის თმაზე სწავლობენ. როგორც ქრისტინა ამბობს, ყველაზე რთული მოკლე თმის შეჭრაა, რადგან ბევრი დეტალის გათვალისწინება და ენერგია სჭირდება.

ქრისტინა კაზარიანისთვის სტილისტობა ერთადერთი პროფესია არ არის. იგი, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზეც სწავლობს და ამბობს, რომ სამომავლოდ ქალაქში საკუთარი სალონის გახსნას აპირებს. მანამდე კი უნივერსიტეტსა და კოლეჯს ერთმანეთს კარგად უთავსებს და სწავლას ორივე მიმართულებაზე ასწრებს.



კოლეჯ „ოპიზარის“ დასრულების შემდეგ უკვე დასაქმდა ნარინე კირაკოსიანი. იგი ახალციხის მესამე სომხურენოვან სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგია. ნარინე პატარებს ბუკებში სხვადასხვა გაკვეთილისთვის მასალების მოძიებას ასწავლის. კომპიუტერული პროგრამები ნარინემაც კოლეჯში შეისწავლა.

„გიუმრიში ვსწავლობდი პედაგოგიურზე, რომ ჩამოვედი საქართველოში გადავწყვიტე კომპიუტერებიც მესწავლა, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თან მეტი ფინანსური შემოსავალი მჭირდებოდა და გდავწყვიტე კოლეჯში ცოდნა გამეღრმავებინა“, – გვიყვება ნარინე.

ნარინე დაოჯახებულია და ხუთი წლის შვილიც ჰყავს. ამბობს, რომ სამსახურს საოჯახო საქმეებს კარგად უთავსებს და ამაში მეღულეც ეხმარება.



საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ სამცხე–ჯავახეთში ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს არჩევანის გაკეთება 24 სპეციალობას შორის შეუძლია. აქ სწავლის გაგრძელებლად სტუდენტებს მეცხრე კლასიდანაც იღებენ.

სწავლება სპეციალობების მიხედვით სხვადასხვა ხანგრძლივობითაა შესაძლებელი. კოლეჯში მოხვედრის მსურველმა უნდა ჩააბაროს პროფესიული გამოცდა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი შემოდგომით ატარებს.

„ჯერ გამოცდას გაივლიან და შემდეგ ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტები ირიცხებიან ჩვენს სასწავლებელში, ამიტომ მათ სწავლებას მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს და თანხის გადახდა არ უწევთ“,– გვეუბნება „ოპიზარის“ დირექტორი ბელა ავალიშვილი.

ამ დროისათვის აქ, სხვადასხვა სპეციალობაზე 360–მდე სტუდენტი სწავლობს. ბელა ავალიშვილი გვიყვება, რომ ბიჭებისათვის ყველაზე პოლულარული ვეტერინარიის პროფესიაა, ასევე სხვადასხვა ხელობა. გოგონები კი ყველაზე ხშირად სამკურნალო მცენარეების შესწავლით, სტილისტის, მკერავისა და მზარეულის სპეციალობებით ინტერესდებიან.

დირექტორის ბელა ავალიშვილის თქმით, ამ დროისთვის აქ 19 ეთნიკურად სომეხი გოგონა სწავლობს. მათი ნაწილი სამკურნალო მცენარეების მოვლა მოყვანას, ნაწილი კი სტილისტობას არჩევს, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც მზარეულის, კონდიტერის, მკერავის ან სხვა პროფესიებზე სწავლობენ: „გასულ წლებში, ბევრად მეტი სომეხი გოგონა გვყვავდა სხვადასხვა სპეციალობაზე. ახლა მიღება შეზღუდული გვქონდა, რადგან ზოგიერთ სპეციალობაზე ავტორიზაცია გვაქვს გასავლელი“.

კოლეჯში სწავლის პარალელურად, სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა ორაგანიზაციაში პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ კიდეც.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე–ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო
კოლეჯი ‘ოპიზარი’ წელს 175 სტუდენტს მიიღებს
კოლეჯი ‘ოპიზარი’ გაზაფხულის სემესტრში 187 სტუდენტს მიიღებს
რას სთავაზობს ‘ოპიზარი’ სტუდენტებს
საფეხური: ახალი სასწავლო წელი საზოგადოებრივ კოლეჯში [Audio]
რატომ დაიწყო ფინანსური კრიზისი ახალციხის პროფსასწავლებელში?
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა