FM97.5 / LIVE

რას სთავაზობს ‘ოპიზარი’ სტუდენტებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.09.2014
ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“ ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება, მიმდინარე წელს სასწავლებელი სტუდენტებს ახალ პროგრამებს შესთავაზებს.

რას სთავაზობს ‘ოპიზარი’ სტუდენტებს

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია „ოპიზარში“ უკვე დაიწყო. 29 აგვისტოს სასწავლებელმა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მოიპოვა, რის შემდეგაც კოლეჯს უმაღლესი პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა.

„ადრე მხოლოდ სამ საფეხურიან პროგრამებს ვახორციელებდით, ახლა უკვე ოთხ საფეხურიანი პროგრამებიც გვაქვს. დაგვემატა 4 ახალი სპეციალობა, ესენია: ხის მხატვრული დამუშავება, ინტერნეტტექნოლოგია, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი და ფერმერი“, – ამბობს კოლეჯის დირექტორი ბელა ავალიშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში კოლეჯში სარემონტო სამუშაოები იწყება. შენობა ადაპტირებული უნდა გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: „იცვლება კოლეჯის ღობე, შენობის გარეთ კეთდება ახალი, სტანდარტული პანდუსი და ლიფტი, ასევე კეთდება ადაპტირებული სველი წერტილები. განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს ამ საკითხზე, სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. 2015 წელს კი დაგეგმილია სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელის გაკეთება და თითქმის ყველა სპეციალობისთვის სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობა“.
კოლეჯში სწავლის მსურველებისთვის რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყო 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე სხვადასხვა სპეციალობებზე უკვე 86 სტუდენტია რეგისტრირებული.

სტუდენტები ტესტირების საშუალებით შეირჩევიან. ტესტირება 5 ოქტომბერს ჩატარდება, სწავლა კი 20 ოქტომბერს დაიწყება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
კოლეჯი ‘ოპიზარი’ წელს 175 სტუდენტს მიიღებს
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
"ოპიზარში" შშმ სტუდენტებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყო