FM97.5 / LIVE

პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2012
საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა პროფესიულ კოლეჯში სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს. რომელ სპეციალობებზე იყო მოთხოვნა ახალციხს პროფესიულ სასწავლებელში

პროფსასწავლებელმა 100 სტუდენტი მიიღო

ახალციხის პროფესიულ გადამზადების ცენტრში სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლა გასულ კვირას დაიწყო. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტისთვის, რეგიონის მასშტაბით, რეგისტრაცია ასზე მეტმა მსურველმა გაიარა, თუმცა კოლეჯს მხოლოდ ასი ბავშვის მიღების უფლება ჰქონდა.

- “იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე სასურველ პროფესიაზე ვერ მოხვდნენ, სექტემბერში მივიღებთ”,-ამბობს ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრის დირქეტორი ბელა ავალიშვილი.

პირველ ეტაპზე სასწავლებელმა მიღება მხოლოდ ექვს სპეციალობაზე გამოაცხადა. 100 სოციალურად დაუცველი სტუდენტი დურგლის, კალატოზის, მეფილე-მომპირკეთებლის, მცენარეების დამამზადებელი სამკურნალო ნატულის, მზარეულის და კონდიტერის პროფესიებზე გადანაწილდა.

აღნიშნული პროფესიების შესწავლის სურვილი სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა გამოთქვეს. მათ შორის ერთ-ერთი 45 წლის ზაზა ნებაძეა, რომელიც წლების წინ სამხედრო ნაწილში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა. შესაბამისად მან ახლაც მზარეულის პროფესია აირჩია.

- “გამოცდილება მაქვს, მაგრამ მინდა პროფესია უფრო კარგად შევისწავლო, რომ კონკურენტუნარიანი გავხდე. მომავალში დასაქმების მეტი შანსი მექნება, პრესტიჟულ სასტუმროებში და რესტორნებში მუშაობას შევძლებ”, - ამბობს იგი.

ახალციხის პროფესიული გადამზადების ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპრილში 41 წლის თინა დიასამიძემაც გაიარა. ამბობს, რომ კერძების მომზადება კარგად გამოსდის, ამიტომ ამ სფეროში გადამზადების შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა: “ქალაქში სასტუმროების, რესტორნების და კვების ობიექტების გაკეთება იგეგმება, ამიტომ გადავწყვიტე პროფესიის დახვეწა. როცა კადრები დასჭირდებათ, მზად ვიქნები. გვყავს გამოცდილი მზარეული, რომელიც ყოველდღე გვიტარებს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ გაკვეთილებს”.

სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მკვიდრი ლიზი კურტანიძეც, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო სწავლა ორჯერ შეწყვიტა: “ბორჯომში სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე ახალციხეში სამედიცინო კოლეჯში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ იგივე მიზეზით ვერც ეს სასწავლებელი დავამთავრე”.

ლიზი მცენარეების დამამაზადებელი სამკურნალო ნატულის ხელობას ეუფლება. ათასლარიანი ვაუჩერით რვათვიან კურსს გაივლის, სურვილის შემთხვევაში სწავლას ისევ გააგრძელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი წელს პირველად ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს, ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. წლის განმავლობაში, ვაუჩერული დაფინანსებით, 7'000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები.

- “ათასლარიან ვაუჩერებს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 ათას ქულაზე ნაკლები. დანარჩენები მხოლოდ 70 პროცენტით დაფინანსდებიან და უფლება ექნებათ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დარჩენილი 30 პროცენტიც მოიპოვონ”, - ამბობს ბელა ავალიშვილი.

საქართველოს მასშტაბით ათასლარიანი ვაუჩერი პირველ ეტაპზე 2'500-მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა მიიღო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, “პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა მსურველს, ასაკის მიუხედავად, შესაძლებლობა ექნება ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს”.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ დაიწყო ფინანსური კრიზისი ახალციხის პროფსასწავლებელში?
პროფესიულ სასწავლებელში სასწავლო პროგრამები იცვლება
415 განცხადება 175 ადგილზე – პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დასრულდა
სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება