FM97.5 / LIVE

დერცელსა და კიკიბოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან

მთავარისაზოგადოება 31.07.2013
ვის და რატომ უპირისპირდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელსა და კიკიბოში მცოხვრებლები?

დერცელსა და კიკიბოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელსა და კიკიბოში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ სოფლებთან არსებული ტყე-კაფი 10-წლიანი ლიცენზიით კერძო პირზე იური კუბლაშვილზე გაიცა, სოფლებში გზა ძალიან გაფუჭდა.

„ხით დატვირთული სატვირთო მანქანები დაჰყავთ, გზა ისე გააფუჭეს, ვეღარ გაივლი. ერთი მანქანა ხრეშიც კი არ მოუტანიათ და დაუყრიათ სოფელში, ჩვენი ძალებით გვიხდება გზის შეკეთება, - ამბობს რევაზ ბერიძე და ამატებს, რომ კიკიბოსა და დერცელში მცხოვრებლები უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ტყიდან მომავალ დატვირთულ მანქანებს გზაზე გავლის საშუალებას აღარ მისცემენ, - გზას გადავკეტავთ. აღარ გავუშვებთ. უგზოობის გამო დაიცალა სოფლები“.

ჯემალ ბერიძის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დერცელიცა და კიკიბოც “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილ თანხას სწორედ გზის პრობლემის გადაჭრას ახმარს, თუმცა ამაოდ, სოფლები მაინც მიუვალია.

„გარდა იმისა, რომ გზა აღარ გვაქვს, ტყესთან ახლოს საქონელი თუ ბალახობს, იმაზეც პრობლემას გვიქმნიან, თუ შეშა გამოვიტანეთ სოფლიდან, 1000 ლარით გვაჯარიმებენ. გარშემო ყველაფერი გაყიდეს“, - ამბობს ჯემალ ბერიძე.

მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს: „მოიყვანეს ესკალატორი, ორი მანქანა ხრეში დაყარეს და მოასწორეს. ეს იყო და ეს, მაგრამ ახლა იქ არაფერი ეტყობა საერთოდ, გზა უარესადაა გაფუჭებული“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს გზა ზარზმიდან კიკიბომდე შეაკეთეს. ამისთვის 140,000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო: „მაგრამ სატვირთო მანქანები ისევ აფუჭებენ გზას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ამ ეტაპზე, რომ ლიცენზიის მფლობელს მისი შეკეთება ვთხოვოთ“.

ლიცენზიის მფლობელის შპს „შპალ-საჟღენთი ქარხნის“ დირექტორი ნინო ნათენაძე ამბობს, რომ გზა აღნიშნული მიმართულებით არაერთხელ შეაკეთეს: „ამ გზით აღარ ვისარგებლებთ, გზა სხვა მიმართულებით გაგვყავს“.

დერცელსა და კიკიბოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს
ბეჟანოში უგზოობის გამო ნაგავმზიდი ვერ მიდის, ამიტომ ნარჩენებს გზის პირზე ყრიან
გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]
კარტიკამში ახლად დაგებულ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა გააპროტესტეს
ვალელები  ისევ გზის გადაკეტვით იმუქრებიან
სოფელ შოყას უგზოობის პრობლემა აღარ  შეაწუხებს