FM97.5 / LIVE

ახალციხემ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 02.04.2016
1 აპრილს, ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, 12–დან 17 წლამდე ახალგაზრდებს შორის მძლეოსნობის ღია ჩემპიონატი მოეწყო, რომელშიც 24 პრიზიორი გამოვლინდა.

ახალციხემ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატს უმასპინძლა

მძლეოსნობის ჩემპიონატში ახალციხის, ფოთის, ქობულეთის, თბილისის, ვანის, ქუთაისისა და ბორჯომის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 12–დან 17 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში გაერთიანდნენ: 2004-2005 წლებში დაბადებულები, 2002-2003წწ, 2000-2001წწ და 1998-1999 წლებში დაბადებულები.

ტურნირის მონაწილეებმა მინიმალური დისტანცია 650 მეტრი, მაქსიმალური კი 3 250 მეტრი გაირბინეს.

ჩემპიონატის შედეგად 24 პრიზიორი გამოვლინდა. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისქ და ბრინჯაოს მედლები, ასევე სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„ამარჯვებას ველოდი, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული ფიზიკურად. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – გვითხრა 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულმა ახალციხელმა მართა ჯვარიძემ.

ჩემპიონატით კმაყოფილი დარჩა ბორჯომის გუნდის ხელმძღვანელი ვალერ ჟანდანი: „ბავშვებმა ბოლომდე იბრძოლეს. პატარა ასაკში ჩვენ დავიკავეთ პირველი ადგილი, როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში“.

ჩემპიონატი მძლეოსნობის სპორტული კლუბისა და ახალციხის მერიის ორგანიზებით მოეწყო.

ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორის ზიგმუნდ ზილბერშტეინის თქმით, 23 აპრილს იგეგმება საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელშიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

„იქნება შეჯიბრი მოკლე მანძილზე სიგრძეში ხტომაში, ბირთვის კვრაში, უროს ტყორცნაში, შუბის ტყორცნაში, და ა.შ. ეს შეჯიბრიც მძლეოსნობის სპორტული სკოლის ორგანიზებითა და მერიის ხელშეწყობით ჩატარდება“, – განაცხადა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მძლეოსნობის რესპუბლიკური ჩემპიონატი  ახალციხეში
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ახალციხეში მძლეოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს
ცენტრალურ სტადიონზე სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს
მძლეოსნობის ჩემპიონატი [Photo]
ახალციხელი მძლეოსნების წარმატება ეროვნულ ჩემპიონატზე