FM97.5 / LIVE

ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს

მთავარისაზოგადოება 26.07.2013
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ჭელაში მინარეთის დადგმის შემდეგ სოფელში ვითარების დაძაბვაში მის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს;

ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
„ირანია აქ, რომ ზარზმის მონასტერში ყურში ჩამყვირონ მინარეთიდან?! თურქეთში ჩვენი ტაძრებია და უწმინდესმა შეთანხმებას კიდევ ვერ მიაღწია რიგ საკითხებზე და ახლა სურთ აქ ტაში დავუკრათ და თვალი დავხუჭოთ მათ საქციელზე?! - კითხულობს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე და ამატებს, - თუ იმას ამბობს ტარიელ ნაკაიძე, რომ მე ვდევნი ჭელაში მათ მრევლს, მინდა გითხრათ, რომ უმცირესობაში იქ მართლმადიდებლები არიან და არა მუსლიმები“.

იგი მეჩეთზე მინარეთის დადგმის შემდეგ ჭელაში არ ყოფილა: „სპეციალურად არ წავედი, რომ შემდეგ ნაკაიძის მსგავსად ამას ვინმემ რაიმე კუდები არ მოაბას, თითქოს მე ვაბუნტებ იქ ხალხს“.

გეწაძე აცხადებს, რომ მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით, ხელმოწერები მისი ორგანიზებით არ გროვდება: „მე რა შუაში ვარ?! რაში სჭირდება ვინმეს ჩემი თქმა. ხალხის გადაწყვეტილება იყო, რომ ხელმოწერები შეეგროვებინათ. მე მნახა ვინმემ იქ?! თუ რაიმეს გაკეთება მინდა, თავად გავაკეთებ და თუ საბრძოლველია, მე დავდგები წინ, მაგრამ ჯერ ველოდებით რას გადაწყვეტს ხელისუფლება“.

რაც შეეხება ფლატეში მეჩეთის დანგრევას, გეწაძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არა იმ მიზნით, რომ იქ ვინმეს მუსლიმების მოქმედი მეჩეთი დაენგრია: „ხალხის მოთხოვნა იყო, რომ იქ იმ შენობის დემონტაჟი მომხდარიყო, რადგან წვიმის გამო იშლებოდა და ბავშვებს ქვები თავში არ მოხვედროდათ. გარდა ამისა, მას მეჩეთად არ იყენებდნენ, იქ ღორები იყვნენ და სავსე იყო ნაკელით“.

შეგახსენებთ,რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. პარალელურად, სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით.
ადგილობრივები ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებენ. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ განცხადებას მათ ნაცვლად ხელი სხვამ მოაწერა. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი ადგილობრივების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მინარეთის დადგმის გამო ვითარების დაძაბვაში ზარზმის მონასტრის წინამძღვარს ადანაშაულებს.

ის ადამიანები, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ, ამბობენ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევა აქვთ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და არც საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან. ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმებმა, იმისთვის რომ ადგილობრივი მართლმადიდებლები არ შეაწუხონ, გადაწყვიტეს მინარეთი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენონ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე
ვინ და რატომ გეგმავს ადიგენში აქციის გამართვას?
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მინარეთიდან მოლა მრევლს არ მიმართავს
მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ადიგენის მაჟორიტარი ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს უარყოფს
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?