FM97.5 / LIVE

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან

მთავარისაზოგადოება 25.07.2013
ჭელაში მინარეთის დანგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების შესახებ არც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში და არც საპატრიარქოში არაფერი იციან. სოფელში კი აცხადებენ, რომ ხელმოწერები მეუფის კურთხევით გროვდება;

მინარეთის ნგრევის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაზე საპატრიარქოში არაფერი იციან
ჭელაში მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებელის ბერდია ქაფიანიძის, სოფელ დიღმის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარის ათანასე ხაბეიშვილისა და სოფელ ფლატის მკვიდრის მართლმადიდებელი შალვა გაგნიძეს განცხადებით, ისინი ხელმოწერებს მინარეთის დაშლის მოთხოვნით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევით აგროვებენ.

„მღვდლები წასული არიან თბილისში და შეხვედრები იმართება“, - გვითხრა მღვდელმა ათანასე ხაბეიშვილმა.

„სამხრეთის კარიბჭე“ მეუფე თეოდორეს ტელეფონით დაუკავშირდა. კითხვაზე, ნამდვილად მისი კურთხევით გროვდება თუ არა ხელმოწერები გვიპასუხა: „მოსკოვში ვარ, ვერაფერს გეტყვით“ და ტელეფონი გაგვითიშა.

არც ხელმოწერების შეგროვებისა და არც მინარეთის დადგმის შესახებ არაფერი იციან ახალციხეში მეუფის რეზიდენციაშიც.

მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ შეიტყვეს საპატრიარქოშიც.

„მეუფის კურთხევით რომ გროვდებოდეს ხელმოწერები, საპატრიარქო საქმის კურსში იქნებოდა“, - გვითხრა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაია გაგუამ.

შეგახსენებთ,ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთს გვერდით მინარეთი მიადგეს. მომხდარის შემდეგ სოფელში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში მუსლიმები და მართლმადიდებლები კეთილმეზობლურად ცხოვრობენ და სიტუაციას ვიღაც ხელოვნურად ძაბავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
ვინ აგროვებს ხელმოწერებს მინარეთის დასანგრევად
ზარზმის წინამძღვარი მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს პასუხობს
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
დატოვებს თუ არა სამსახურს ჭელის რწმუნებული?
ვის უკავშირებს ჭელაში ვითარების დაძაბვას მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე