FM97.5 / LIVE

პრემიერი: 'შავ სიაში' დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.11.2018
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 19 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერენ.

პრემიერი: 'შავ სიაში' დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, 700 000 მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში და სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მოკლებულია. პრემიერის თქმით, მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო სექტორთან და მათმა უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის, სესხების ამომღებმა ბიუროებმა "გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა".

"მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ფონდ "ქართუს". შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს. საუბარია 600 000 მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება
Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა
პრემიერი: 580 ათასზე მეტი ადამიანი 'შავი სიიდან' უკვე ამოღებულია
NGO-ები პრემიერის ინიციატივას სესხების განულებაზე ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ
სესხების განულების პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდა
‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ
ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო