FM97.5 / LIVE

ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.12.2018
სპეციალური ვებ-გვერდი - vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, უკვე მუშაობს. იმი გამო, რომ გუშინ, 10 დეკემბერს, ჩართვისთანავე ვებ–გვერდზე ერთდროულად ბევრი ადამიანი ცდილობა შესვლას, შეფერხებით მუშაობდა.

ვალების განულების ვებ–გვერდი ჩაირთო

ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „სილქ როუდ ბანკის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს” და „იშბანკი საქართველოს“ სესხების შესახებ ინფორმაციას.

ვებგვერდზე ასევე მითითებულია, რომ უახლოეს პერიოდში სიას დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები.

აღნიშნული საიტი, რომლის დომენის მფლობელია “ქართუ”, 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავებს: “ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე. ზემოხსენებული თარიღის შემდგომ ვებ-გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას” – წერია ვებგვერდზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

vali.ge-ს მონაცემებს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
‘ქართუ’: საფინანსო ორგანიზაციები თავად წყვეტენ განულების სიაში რომელი მსესხებელი შეიყვანონ
vali.ge-ს ახალი საფინანსო ორგანიზაციები დაემატა
Vali.ge – სესხების ჩამოწერის ვებგვერდი ამოქმედდა
'სერვერმა ვერ გაუძლო' - სესხების ჩამოწერის ვებ-გვერდი ჯერ არ მუშაობს
სესხების განულების პროექტში კიდევ 14 ორგანიზაცია ჩაერთო
ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო ®