FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის ამორტიზებული სპორტული დარბაზი, შესაძლოა, მერიამ აღადგინოს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 09.11.2018
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე კორპუსთან მდებარე ამორტიზებული სპორტდარბაზის შეკეთებას ახალციხის მერიას სთხოვს. ამისთვის სასწავლებელი მუნიციპალიტეტს შენობას უზურფრუქტის წესით გადასცემს.

უნივერსიტეტის ამორტიზებული სპორტული დარბაზი, შესაძლოა, მერიამ აღადგინოს

უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან არსებული შენობის რეაბილიტაციისთვის სასწავლებელსა და ახალციხის მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღნიშნულ შენობაში ორი ათეული წლის წინ სპორტული დარბაზი ფუნქციონირებდა და ის მაშინ ახალციხეში მოქმედ ტექნიკურ სასწავლებელს ეკუთვნოდა. 2007 წელს ეს შენობა მთავრობის დადგენილებით სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა.

„ჩვენ გადმოგვეცა მთლიანი კომპლექსი, რომელიც იყო უფუნქციო და ამორტიზირებული. უნივერსიტეტის სახსრებით შევძელით და სახურავი გავუკეთეთ, დანგრევას გადავარჩინეთ. შიდა ინტერიერის რეაბილიტაციისთვის კი სპონსორებთან გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სასწავლებლის ბიუჯეტი აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას ვერ გაწვდება. ამიტომ ფინანსური დახმარება ახალციხის მერიას სთხოვეს.

„მერიას არ აქვს უფლება, რომ უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში ჩადოს თანხა, ამიტომ თანახმა ვართ, რომ ეს შენობა გარკვეული დროით უზურფრუქტით გადავცეთ. ხელშეკრულებით ქონება დარჩება უნივერსიტეტს, მაგრამ განკარგვის ვალდებულებას იკისრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ისე, რომ არ ექნება უფლება, შენობას პროფილი შეუცვალოს“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

რა დაჯდება შენობის რეაბილიტაცია და საბოლოოდ გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება, ამაზე ჯერ ახალციხის მერიაში არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რიგი საკითხები დასაზუსტებელია.

თუმცა, იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია, ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

„როგორც კი ექსპერტიზა დადებს პასუხს, რომ შენობის რეაბილიტაცია შესაძლებელია, დავიწყებთ ხელშეკრულების გასაფორმებლად შესაბამის პროცედურებს“, - ამბობს მაკა ბერიძე

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალქალაქში პროფესიულ სასწავლებელს ხსნის
სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
კვირის აქცენტი: რის შეცვლას გეგმავს უნივერსიტეტის ახალი რექტორი [Video]
ახალციხის მერია სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციას იწყებს