FM97.5 / LIVE

რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

მთავარისიახლე, განათლება 05.11.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე სტუდენტებს შეხვდა. იგი ახალგაზრდებს სასწავლებელში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ესაუბრა. სტუდენტებმა კი რექტორს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება სთხოვეს.

რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

შეხვედრზე სტუდენტებთან მაკა ბერიძემ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საგამოცდო ცენტრთან შეთანხმების გარეშე ლექტორები უკვე თავად აირჩევენ იმას, თუ რა ფორმით ჩააბარებენ მათ საგანს სტუდენტები, ეს იქნება წერით თუ ელექტრონულად.

ასევე, რექტორის თქმით, თუ აქამდე უნივერსიტეტში გათბობის სისტემას 15 ნოემბერს რთავდნენ, წელს 31 ოქტომერს ჩართეს: „სტუდენტებს სიცივე აწუხებდათ ამიტომ ადმინსიტრაციამ გათბობა ცოტა ადრე ჩართო. გარდა ამისა, გათბობის სისტემა დავამონტაჟეთ დერეფნებშიც“.

რექტორი სასწავლებელში თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხსაც შეეხო: „მათ დასახმარებლად კომპანიების მოძიებას ვეცდებით, რომლებმაც შესაძლოა სტუდენტების დავალიანება დაფარონ. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე გვაქვს“.
სტუდენტები რექტორს სასწავლებელში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ.

„ქსეროქსით ერთი გვერდის გადაღება 20 თეთრი ღირს. დღეში ხშირად შვიდი ლარის გადახდაც კი მიხდება იმდენი რამაა დასაქსეროქსებელი. სასწავლებელში სიარული სოფლიდან გვიხდება, ამიტომ გადახდა გვიჭრის“, – უთხრეს სტუდენტებმა ბერიძეს.

რექტორის თქმით, ამ შემთხვევაში, გამოსავალი სახელმძღვანელოების ციფრული ვერსიების შექმნაა: „ვიფიქრებთ, ამ კუთხით როგორ დაგეხმაროთ“.
ახალგაზრდების თქმით, სასწავლებელში წყლის დისპენსერში ხშირად წყალი არაა: „თუ წყალია, მაშინ ერთჯერადი ჭიქები აღარაა“.

სტუდენტების თქმით, სასწავლებელში არასაკმარისია სკამებიც: „ნაწილი დაიმტვრა, ამიტომ ხშირად „ბუფეტიდან“ გვიწევს გამოტანა“, – უთხრეს მათ რექტორს.
„წელს, ექვსი აუდიტორიის კომპიუტერიზაცია მოვახერხეთ და ეტაპობრივად მთელი უნივერსიტეტის აღჭურვასაც შევძლებთ. სასწავლებელში ინვენტარის განახლება უკვე დაწყებულია“, – ამბობს მაკა ბერიძე.

შეხვედრის დასრულებამდე რექტორმა დაგეგმილი ინფრასტუქტურული პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალციხის მერიის ფინანსური დახმარებით, მეორე კორპუსთან არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია იწყება.

„მუნიციპალიტეტს არ შეუძლია უნივერსიტეტის კუთვნილ კორპუსში ჩადოს დიდი თანხა, ამიტომ ჩვენ თანახმა ვართ უზურფრუქტის წესით გადავცეთ მათ ეს შენობა და გაარემონტონ“, – ამბობს ბერიძე და ამატებს, რომ უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტი შშმ პირებისთვის ლიფტის მოწყობასაც გეგმავს.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი ახალი მისიისა და სტრატეგიული გეგმის ჩამოსაყალიბებლად ემზადება: „მანამდე თითოეულ სტუდენტს გადეგზავნება მისიის ვერსია. ამაში გთხოვთ რომ აქტიურად ჩაერთოთ“.

რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა
კვირის აქცენტი: რის შეცვლას გეგმავს უნივერსიტეტის ახალი რექტორი [Video]
ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გათბობა გაითიშა
უნივერსიტეტში დღეს რექტორს ირჩევენ
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
სამცხე–ჯავახეთის  უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის სველი წერტილი კეთდება